ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” დღეს მხითარიანის აგენტს შეხვდება

ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” ალექს სანდროს გაფორმების შემდეგ ჰენრიხ მხითარიანის ხელში ჩაგდებას შეეცდება.ბიანკონერების წარმომადგენელი დღეს სომეხი მოთამაშის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდება და 26 წლის ტრეკუარტისტას შესაძლო ტრანსფერზე გაისაუბრებს.მანამ, სანამ ჯუზეპე მაროტა ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს დორტმუნდის “ბორუსიას”, უმჯობესია ფეხბურთელის აგენტთან გასაუბრება, იმის გათვალისწინებით, რომ რაიოლას ტურინულ გრანდთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.იტალიის მოქმედი ჩემპიონები მხითარიანის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს იხდიან.

წყარო : Football Italia

4 thoughts on ““იუვენტუსი” დღეს მხითარიანის აგენტს შეხვდება

  1. მხიტარიანს არავინ გაუშვებს ) :D მითუმეტეს კაპიკებში ) :D ტუხელის დორტმუნდში ძაან კარგად თამაშობს ) არ გაყიდიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.