დრაქსლერის სურვილმა შესაძლოა ტრანსფერი გაჩარხოს
საპნის ოპერა სახელად ტურინის “იუვენტუსი” და იულიან დრაქსლერი, ჯერ კიდევ გრძელდება.გერმანელი ფეხბურთელის შესახებ იტალიური პრესა აქტიურად წერს, კონკრეტული ნაბიჯები კი რომელიმე მხარის მხრიდან არ სჩანს.”შალკეს” სპორტული დირექტორის ინტერვიუს ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე იხილავდით, ახლა გაგაცნობთ ტუტოსპორტისა და გაზეტა დელო სპორტის მოსაზრებებს შესაძლო ტრანსფერის შესახებ.ტუტოსპორტის მტკიცებით, გელზენკირხენელები უარს იტყვიან 18 მილიონ ევროს პლიუს 9 მილიონიან ბონუსებზე და მანამ არ დათანხმდებიან ოფერს, სანამ იგი დაახლოებით 30 მილიონს არ მიუკაკუნებს.გაზეტას ცნობით, ჯუზეპე მაროტა მზადაა, გერმანელებს 20 მილიონი ახლა გადაუხადოს და შემდეგ 10 მილიონი დაუმატოს, ფეხბურთელის მიღწევებისა და წარმატებების შესაბამისად.ამავე წყაროს მტკიცებით, ბუნდესლიგის ბინადრებს მაინცდამაინც არც ეს წინადადება ხიბლავთ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ დრაქსლერს ტურინში სურს ასპარეზობა, შეთანხმება შედგება.
მოგესალმებით იუვენტინოებო. მეც თქვენსავით აქტიურად ვადევნებ თვალს იუვეს სატრანსფერო პოლიტიკას. მინდა გითხრათ, რომ მომწონს მაროტას დამოკიდებულება დრაქსლერის ტრანსფერთან დაკავშირებით. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თავს არავის ვახვევ. გადაიხადო 30 მილიონი ფეხბურთელში, რომელსაც ძალიან დიდი ხანი გაუცდა ვფიქრობ გამუმართლებელი რისკია. 20 მლნ-ს პლიუს ბონუსები წესით სავსებით უნდა აკმაყოფილებდეს შალკეს. მაგალითისთვის შემიძლია გაგახსენოთ სებასტიან დაისლერი, რომელიც არანაკლებ ნიჭიერი იყო დრაქსლერზე. მასზე ტექნიკური ფეხბურთელი გერმანულ ფეხბურთს არ ჰყოლია, თუმცა ყველას გვახსოვს ტრამვებმა და ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა როგორ მალე დაამთავრებინა საფეხბურთო კარიერა. ასე რომ მე ველოდები მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე მე იდეალური ვარიანტი იუვესთვის ოსკარი მგონია ტრეკუარტისტას პოზიციაზე, მაგრამ მისი მოყვანა გამორიცხულია.
გეთანხმები, ძალიან აზიზი ფეხბურთელი მგონია ეგ დრაქსლერი. სერია ა ძალისმიერი ორთაბრძოლებით ერთ–ერთი გამორჩეულია, ყველა გუნდს შეუძლია დაცვიდან თამაში. მეც ვფიქრობ არ გამოგვადგება ეგ კაცი, 30 ლიმონი პატარა თანხა არ არის, არ ღირს დაუფიქრებლად გასროლა ამხელა თანხის :)
ეს და სანდრო თუ იყიდეს დაკომპლექტდება გუნდია მაგრამ ჩემი აზრით მარჯვენა მცველიც უნდა დაიმატონ და ერთი ჩამშლელი მაგრამ ეგ უკვე ძალიან ფანტასტიკის სფეროა )) დრაქსლერის ტრანსფერი კი არ მგონია რომ შედგეს იმედია ვცდები
როგორ ენანებათ ფულის გადახდა მოიყვანეთ ან ეს ან პასტორე თორემ გუარინი შეგვრჩება ბოლოს და მაგრად ინანებთ
დრაქსლერი და ისკო მოიყვანონ და სულ გადამავიწყდება რომ ვიდალი და ტევესი გვყავდა
————————- ბუფონი —————————-
რუგანი ———- ბონუჩი ——— ბარძალი ——– სანდრო
დიბალა———-მარკიზიო————პოგბა————ისკო
—————დრაქსლერი————–მორატა————-
მეკარეები: ნეტო
მცველები: კიელინი, ლიხშტაინერი, ევრა, კასერესი, ასამოა, პადოინი
ნახევარ მცველები: სტურარო, პერეირა, ხედირა, ტელო, ვიტალე
თავდამსხმელები: ძაძა, მანძუკიჩი, ვადალა.
პოზიციები არასწორადაა მეგობარო
მიდი იულიან მიაწექი მიდი რა ეს კაცი დაგვხატავს გუნდში
