ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” სანდრო – დიახ, დრაქსლერი – შესაძლოა”

“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯიუზეპე მაროტა სატრანსფერო პერიპეტიებს მიმოიხილავს და ამ მხრივ, გუნდის სამომავლო მიზნებზე საუბრობს. “ბიანკონერი” დღეს “ვილარ პეროზაში” ტრადიციულ წინასასეზონო სამხანაგურ მატჩს თამაშობს ახალგაზრდულ გუნდთან, ჟურნალისტებმაც მაროტა სწორედ ამ შეკრებაზე გამოიჭირეს…

” ვფიქრობ, ალექს სანდროს ირგვლივ სიტუაციას საღამოსთვის მოვაგვარებთ. დრაქსლერი ნამდვილად მოგწონს, მაგრამ არის რაღაც დაბრკოლებები, რომელიც გვაჩერებს. თითქოს გზა თავისუფალია მაგრამ STOP ნიშანი გვაფერხებს. ამ დეტალებმა შეგვაჩერა, მაგრამ ტრეკუარტისტას ისევ ვეძებთ. ჩვენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელის პოვნა გვინდა და ეს ადვილი არაა. მხითარიანი? არ ვიცი, რამდენად სურს “ბორუსიას” მისი გაყიდვა. რაც შეეხება გუნდოგანს, თურქი ნამდვილად წარმოადგენდა ჩვენს მიზანს, მაგრამ არა მგონია, მისი გადმობირება შესაძლებელი იყოს.”

” ხუან კუადრადო? შესაძლოა, კოლუმბიელი პედროს “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, ტრანსფერზეა დაყენებული, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა თვისებების ფეხბურთელს ვეძებთ. ასეა თუ ისე, ნახევარდაცვის შესავსებად 10 დღე გვაქვს და ვნახოთ რ აიქნება. 10 დღე გვაქვს კიდევ ერთი ფეხბურთელის დასამატებლად, თუ საჭირო იქნება, ხმაურიან გასროლასაც გავაკეთებთ და არც მომავლის ინვესტიციისთვის დაგვენანება თანხა. ”

” დიბალა და მანძუკიჩი ის ორი შესაძენია, რომელიც ძალიან გვინდოდა. ისინი გააძლიერებენ იმ ფრონტს, რომელსაც ტევესისნაირი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნორმალურია, რომ მისმა შეცვლამ მოგვიცია, უნდა გვეცადა შესაფერისი კანდიდატურების მოძებნა და ამ ორი ახალგაზრდას მეშვეობით, ჩვენ ეს შევძელით. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia; La Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

75 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ვაახ მაროტა ძაან მოხოდილი ჩანს რარაც, ვითომ მიცა ანიელიმ რამე გარანტიებიი???? რაღაც კაის სუნი მცემს

| Newsphere by AF themes.
75
0
Would love your thoughts, please comment.x