ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” სანდრო – დიახ, დრაქსლერი – შესაძლოა”

“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯიუზეპე მაროტა სატრანსფერო პერიპეტიებს მიმოიხილავს და ამ მხრივ, გუნდის სამომავლო მიზნებზე საუბრობს. “ბიანკონერი” დღეს “ვილარ პეროზაში” ტრადიციულ წინასასეზონო სამხანაგურ მატჩს თამაშობს ახალგაზრდულ გუნდთან, ჟურნალისტებმაც მაროტა სწორედ ამ შეკრებაზე გამოიჭირეს…

” ვფიქრობ, ალექს სანდროს ირგვლივ სიტუაციას საღამოსთვის მოვაგვარებთ. დრაქსლერი ნამდვილად მოგწონს, მაგრამ არის რაღაც დაბრკოლებები, რომელიც გვაჩერებს. თითქოს გზა თავისუფალია მაგრამ STOP ნიშანი გვაფერხებს. ამ დეტალებმა შეგვაჩერა, მაგრამ ტრეკუარტისტას ისევ ვეძებთ. ჩვენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელის პოვნა გვინდა და ეს ადვილი არაა. მხითარიანი? არ ვიცი, რამდენად სურს “ბორუსიას” მისი გაყიდვა. რაც შეეხება გუნდოგანს, თურქი ნამდვილად წარმოადგენდა ჩვენს მიზანს, მაგრამ არა მგონია, მისი გადმობირება შესაძლებელი იყოს.”

” ხუან კუადრადო? შესაძლოა, კოლუმბიელი პედროს “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, ტრანსფერზეა დაყენებული, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა თვისებების ფეხბურთელს ვეძებთ. ასეა თუ ისე, ნახევარდაცვის შესავსებად 10 დღე გვაქვს და ვნახოთ რ აიქნება. 10 დღე გვაქვს კიდევ ერთი ფეხბურთელის დასამატებლად, თუ საჭირო იქნება, ხმაურიან გასროლასაც გავაკეთებთ და არც მომავლის ინვესტიციისთვის დაგვენანება თანხა. ”

” დიბალა და მანძუკიჩი ის ორი შესაძენია, რომელიც ძალიან გვინდოდა. ისინი გააძლიერებენ იმ ფრონტს, რომელსაც ტევესისნაირი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნორმალურია, რომ მისმა შეცვლამ მოგვიცია, უნდა გვეცადა შესაფერისი კანდიდატურების მოძებნა და ამ ორი ახალგაზრდას მეშვეობით, ჩვენ ეს შევძელით. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia; La Gazzetta

75 thoughts on “მაროტა: ” სანდრო – დიახ, დრაქსლერი – შესაძლოა”

    1. მანჯუკიჩი და ხედირაც მიახლოებულია ტოპ ტრანსფერთან,უბრალოდ ბევრი ფული არ გადაიხადეს და არ ხმაურობს

  1. ხალხო მეჩვენება თუ რაშია საქმე,ამდენი კაი ტრანსფერის შემდეგ მაროტა ამბობს თუ საჭიროა ხმაურიან ტრანსფერსაც გავაძრობო,იმედია ეს ლიპა სიტყვები არ არის,მგონი გამოფხიზლდნენ.უფრო ის მგონია რო იტალიაში გუნდები საკმაოდ მოძლიერდნენ და ეს იუვეზეც აისახა,წელს ისეთი ფარჩაკი აღარ იქნება როგორც წინა წლებში სერია ა და ამათმაც მოკიდეს ხელი კაი ტრანსფერებს.თუ ტრეკვარტისტაც კაი მოიყვანეს და ერთი თუნდაც საშუალო დონის ნახევარმცველი წელს ჩავთვალოთ რო უძლიერესი ტრანსფერები გაიჩარხა

  2. კაია დრაქსლერსაც მოიყვანენ იმედია და ძირითადი გუნდი ახალგაზრდები გვეყოლება პლიუს მაგათ დიბალა პოგბა მორატა და ეგაა :forza:

      1. დრაქსლერზე რა ისმის? ) ყველგან ერთი და იგივე წერია ) განახლდეს მოლაპარაკებები კარგი იქნება ) შანკემ ზადნი მისცაა და მზადაა ) 20 პლიუს 10 ბონუსები ) ადრე პირდაპირ 30 უნდოდა )

  3. უკვე გაკეთებულ ტრანსფერებს თუ სანდრო , კუადრადო და დრაქსლერი დაამატეს ჩათვალეთ რომ შარშანდელთან შედარებით გუნდი გაძლიერდა

  4. ერიქსენი სხვა ტიპია დრაქსლერი ხვა მთლიანობაში ერიქსენი იდეაში ამაზე მეტს ვერ მოუმატებს რაც ეხლაა დრაქსლერი კიდე ბევრად მოუმატებს და უკვე ამ ეტაპზე ერიკსენზე კაი იგროკია ჩემთვის და ალეგრის ტაქტიკაშიც დრაქსლერიც უკეთ ჯდება :juvee:

    1. სერია ას რომელი მოერგება ეგ უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა ჩემი აზრით :) ალექს ტეიშეირაც მაგრად მომწონს რატო არასდროს არ განიხილავენ აზრზე არ ვარ თუ ძალიან არარეალურია მისი ყიდვა.

  5. ეხ მაროტა მაროტა რა მაგრად იჭყლიტები იმ საფრთხობელას გამო.ალექს სანდრო არის ძაან მაგარი ტრანსფერი ძალიან, ერთი გამთამაშებელიც და ეგაა რა.

  6. აუ მიდით რა ვითრიოთ შალკე ლიგაზე ვერ მოხვდა და ფინანსურად უჭირთ გეისიც იყიდეს ეხლახან გერმანელი ტალანტი და მაქს მაერი ეზრდებათ კაკრაზ დროულია დრაქსლერის გაყიდვა ლიგაზე რო იყვნენ არ გაყიდნენ მარა ლიგის გარეშე გაუჭირდებათ და ამიტომ ახლა საკონტროლო გასროლაა საჭირო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.