ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მხითარიანი ან ვასკესი, “იუვენტუსი” დრაქსლერს შეეშვა

“იუვენტუსი” მზადაა იულიან დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტოს და სრულად ჰეინრიხ მხითარიანისა და “პალერმოს” ალექს ვასკესზე გადაერთოს. Sport Mediaset -ის ცნობით, იმდენად, რამდენადაც გელსენკირხენელები 30 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან, ტურინელები ვაჭრობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. Sky Sport Italia -ს ინფორმაციით, “ბორუსია” მზადაა მხითარიანს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. სომეხი ფეხბურთელი დრაქსლერზე გამოცდილია და თუ საქმე ტრავმების ისტორიას შეეხება, უფრო სანდოც, ვიდრე “შალკეს” ნახევარმცველი. სავარაუდოდ, ტურინელები ჯერ პირად კონტრაქტს შეათანხმებენ 26 წლის ნახევარმცველთან და მხოლოდ შემდეგ მიმართავენ წინადადებით დორტმუნდელებს. La Gazzetta Dello sport-ი იმასაც იუწყება, რომ შემდეგი სამიზნე “პალერმოს” ფეხბურთელი ვასკესია. ვასკესი არგენტინაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა უკვე იტალიის მოქალაქეა და ტურინში გადმობარგების შემთხვევაში, ყოფილ თანაგუნდელ დიბალასთან ერთად გააგრძელებს ასპარეზობას. გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა “სერია ა” -ში 10 გოლი გაიტანა, თუმცა მნიშნელოვანია, რომ ამას გარდა 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა ანგარიშზე. მათი დიდი ნაწილი სწორედ დიბალასთვის იყო განკუთვნილი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

მოაშორეთ რა ეს მხითარიანი ვაფშე ვერაფერს ვეღარ აკეთებს.ვასკესი ძალიან კარგი ტრანსფერი იქნებოდა!

giorgi nefaridz
9 years ago

Dibalas fuls 4 wlis mandzilze ixdian ase rom sezomze 8 milioni gamodis

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Fულზე არა ლაპარაკი ხარისხზეა დრაქსლერი უნდა ეყიდათ ძAძაში 19 ლიმონი არ იყო გადასაგდები ეგ Mანძუკას მაინც ვერ ამოაგდებს სანდრო დიბალა მანძუკა რუგანის ტრანსფერები მომეწონა წელს

ALLENATORE
9 years ago

110 დახარჯულს რას ეძახით თქვენ ?? :D:D: ვიდალი 37 ოგბონა 11 სორენსესი 2 ბერარდი 10 ტევესი 6,5 ) ეს ოფიციალური ინფოა )) ტევესი მეც მეგონა უფასოდ წავიდა )) სულ შემოუვიდათ 66.5 დიბალა 32 მანჯუ 19 ძაძა 18 პერეირა 14 სანდრო 22 სულ 105 გამოაკელი ეხლა და გამოდის 38.5 მილიონი დახარჯეს )) წელს ) ამას დამატებული ტრეკვარტისტა თუ მოიყვანეს 60 მდე ავლენ ) რაც ნორმალურია ) და იუვეს თავისუფლად შეუძლია 60 მილიონის დახარჯვა )) პს ლიორენტე წავა ) , ისლაც შეილება მიყვეს ) და გამოვა 40 ))) ისიც არაა )) ეს იმის ჩათვლით რო ტრეკვარტისტა მოვაა )) მხიტარიანი სულაც არ მინდა… Read more »

vakhtang karchava
9 years ago

სანდროს ტრანსფერიც მოგვარდა.ადრეც ვთქვი 130-140 -მდე დახარჯავენთქო და 110 უკვე დახარჯულია,ნახევარმცველიც 20-30 დაუჯდებათ. განა მეტი რა დახარჯონ? ბარემ გააკოტრონ კლუბი და დავისვენებთ ერთად)))

mishka berianidze
9 years ago

წავიდნენ – პირლო, ტევესი, ოგბონა და ვიდალი
სავარაუდო წამსვლელები – ლორენტე და ისლა
მოვიდნენ – დიბალა, ძაძა, მანძუკიჩი, ხედირა, რუგანი, ნეტო
გამოისყიდეს – პერეირა
გუნდმა დახარჯა 105 ლიმონი გამოიმუშავა 50 ლიმონი
გამოდის რომ გუნდს სულ დაუხარჯია 55 თან პირლო, ტევესი და ვიდალის შემცვლელი ჯერ არ ჩანს ასე რომ კეთილი ინებონ და მინიმუმ 2 ტრანსფერი კიდევ განახორციელონ ამისთვის სულ ეყოფად 70 ლიმონი რომ გუნდი გაძლიერდეს თუ რათქმა უნდა ალექს სანდრო უკვე გაიფორმეს ანუ ეს 70 ლიმონი + ისლა, ლორენტე
ისკო – 45
პრაეტი – 15
დრაქსლერი – 28
ამის მერე უკვე შეიძლება ითქვას რომ გუნდი გაძლიერდა.

შოთა ცინაძე

eseni arc amati momyvanii ar ariann veravis ver daimateben amati olitikas rom gavartyii pulss aketbn gundis sidzlire magari kidia anielis gaisad a naxet pogba tu ar gaydon da mayuti moxion da mere vigacas moiyvanen gamogdebuls gundidan..vai tqvens patrons mase gindat daetakod top klubebss………..!!!!!!!!!!!!!1

Gio Darja
9 years ago

ვასკესი მეც მირჩევნია მხითარიანს, იტალიაში მაინც არ გაუჭირდება ადაპტაცია და უფრო მარტივად შეეჩვევა თანაგუნდელებს ))

P.S – 20 მილიონზე ბევრად მეტი დახარჯა უკვე იუვენტუსმა ამ ზაფხულს ))

ძაძა- 18 მილიონად
პერეირა – 14 მილიონად გამოისყიდეს
მანჯუკიჩი – 19 მილიონად
დიბალა – 32 მილიონად

არ მითხრათ ეხა განვადებით ყიდულობსო და რაღაც ზღაპრები, ეს მისი საქმეა ვის როგორ იყიდის, აგერ სანდროშიც 20 მილიონზე მეტს იხდის )) ბუღალტრულად ეგენი მიმდინარე ხარჯებია

falconGE
9 years ago
Reply to  Gio Darja

20 მილიონზე ნაკლები აქვს დახარჯული.
ახალწვეულებში გადახდილ თანხას გამოაკელი გაყიდულებისგან შემოსულს და მიიღებ 20ზე ნაკლებ თანხას.
http://juventus.ru/transfers/transfer-window15-16.asp

giorgi nefaridz
9 years ago

Ra mxitsriani vaskesi mainc moiyvanon ar gauchirdeba seria astan adaptacia

jjj jjj
9 years ago

პასტორე

falconGE
9 years ago
Reply to  jjj jjj

+1

ერთერთი ყველაზე ნიჭიერი და ამასთან დაუფასებელი ფეხბურთელია ჩემი აზრით.
პსჟ მისი გუნდი არაა.

ძალიან გამიხარდებოდა პასტორეს მოსვლა.

falconGE
9 years ago

ბაზაზე შეფ მზარეული რომ ყავდათ ის გაუშვიათ სახლში და გენრიხა იმიტომ მოყავთ, რომ დედამისი თურმე მაგარ ტოლმას აკეთებსო და გემრიელი ხორციანი ჭამონ ახალგაზრდებმაო. სხვანაირად ვერ დაუკერიათ ის ქალი.

falconGE
9 years ago

ფინანსურად იუვეს 2006 წლის შემდეგ ასეთი წარმატებული სეზონი არ ქონია.

სადაა ნაგავი ანიელი რომ იძახდა ლიგიდან მიღებულ 100 ლიმონს ტრანსფერებზე დავხარჯავთო!!!

20 მილიონია ჯერჯერობით დახარჯული სადღაც.

ყველაზე მეტად გული მწყდება დარმიანზე არანაირ ინიციატივას რომ არ იჩენდნენ საერთოდ.
მთელი წელიწადია ველოდებოდი დარმიანი/ალექს სანდროს ფლანგებზე.

ისკო/როისი/გიოტცე
ერთი ვერ გაირტყეს ჯიბეზე ხელი და ვერ იყიდეს ვინმე ასეთი.

როგორ გააბითურეს კლუბის პრესტიჟი სატრანსფერო ბაზარზე…

aleksloma
9 years ago

ვასკესი ჯობია, მხითარიანი ვეღარ პროგრესირებს უკვე კაი ხანია

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x