ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Gazzetta: “შალკე” დათანხმდა იდეას “+ ბონუსი”

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პროგრესი “იუვენტუსსა” და “შალკეს” შორის გამართულ მოლაპარაკებებში არ ყოფილა. გერმანელები მტკიცედ იდგნენ თავდაპირველად ნათქვამ სიტყვაზე და 30 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიდნენ, თუმცა Gazzetta -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალკვირიანი საპნის ოპერის შემდეგ “შალკეს” ბორდმა უკან დაიხია და მაროტას წინადადებას დასთანხმდა. სრული შეთანხმებისთვის მხარეებს არ მიუღწევიათ, თუმცა გერმანელები მზად არიან უარი თქვან 30 მილიონი ევროს ერთჯერადად მიღებაზე და განიხილონ ალერნატიული წინადადებები. შეგახსენებთ, ტურინელები 20 მილიონი ევროს გადახდაზე არიან მზად 10 მილიონიან ბონუსებთან ერთად. “შალკეს” მიერ მზაობის გამოთქმის შემდეგ, ჯერი “იუვენტუსის” მესვეურებზეა მაქსიმალურად მოკლე დროში ბოლომდე დაიყოლიონ ლურჯები და 21 წლის ნახევარმცველი შავ-თეთრი მაისურით შემოსონ.

წყარო: La Gazzetta

45 thoughts on “La Gazzetta: “შალკე” დათანხმდა იდეას “+ ბონუსი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.