ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Gazzetta: “შალკე” დათანხმდა იდეას “+ ბონუსი”

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პროგრესი “იუვენტუსსა” და “შალკეს” შორის გამართულ მოლაპარაკებებში არ ყოფილა. გერმანელები მტკიცედ იდგნენ თავდაპირველად ნათქვამ სიტყვაზე და 30 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიდნენ, თუმცა Gazzetta -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალკვირიანი საპნის ოპერის შემდეგ “შალკეს” ბორდმა უკან დაიხია და მაროტას წინადადებას დასთანხმდა. სრული შეთანხმებისთვის მხარეებს არ მიუღწევიათ, თუმცა გერმანელები მზად არიან უარი თქვან 30 მილიონი ევროს ერთჯერადად მიღებაზე და განიხილონ ალერნატიული წინადადებები. შეგახსენებთ, ტურინელები 20 მილიონი ევროს გადახდაზე არიან მზად 10 მილიონიან ბონუსებთან ერთად. “შალკეს” მიერ მზაობის გამოთქმის შემდეგ, ჯერი “იუვენტუსის” მესვეურებზეა მაქსიმალურად მოკლე დროში ბოლომდე დაიყოლიონ ლურჯები და 21 წლის ნახევარმცველი შავ-თეთრი მაისურით შემოსონ.

წყარო: La Gazzetta

45 thoughts on “La Gazzetta: “შალკე” დათანხმდა იდეას “+ ბონუსი”

          1. ვან დერ ვაარტის მაკრატელები მართლა არ მახსოვს და აი ჰუნტელაარს ძალიან ბევრი მაკრატელა აქ გატანილი მარა რუნის მაკრატელები მევასება მაგრა წუხელაც ისეთი კაი გაუშვა მაგ ოხერმა :chuvak:

  1. ძაძამ უეჭველი დაარიგა პატარები მანჯუკას ფეხებში ურტყითო და კიც დატრავმეს :chuvak: არ მგონია სერიოზული იყოს, უბრალოდ ყინული დაადეს მუხლზე

  2. აუუ რა მაგარია.იმედია გამოვა და კლუბი დაკომპლექტდება დალშე ალეგრის საქმეა.ისე ერთი ცენტრალური ნახევარმცველი მაგრად გაასწორებდა თუ არა პერეირა აქ არ არის საკმაოდ კარგი ბიჭია სტურაროსთან და პოგბასთან ერთად ეგეც გაწევს ჭაპანს მარკიზას არ ყოფნის შემთხვევაში. დრაქსლერი და დიბალა კრეატივს შესძენენ გუნდს მერე ხედოც ჩადგება ფორმაში.ალექსანდროც ჩაერთვება და მანჯუკას და მორატას მოამარაგებს კრაიდან ასამოაც გამოჯამრთელდება და ალბათ გვიან შემოდგომაზე სერიოზული ძალა ვიქნებით. ას ტრანსფერიც გაჩარხოს მაროტან და ჩემგან საღოლ იქნება :juvee:

  3. კაი იქნებოდა ეს… ფლანგზეც თამაშობს და კარგად ააქვს ბურთი თავდასხმამდე. ერთი ნახევარმცველიც და მეტი აღარაა საჭირო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.