La Gazzetta: “შალკე” დათანხმდა იდეას “+ ბონუსი”
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პროგრესი “იუვენტუსსა” და “შალკეს” შორის გამართულ მოლაპარაკებებში არ ყოფილა. გერმანელები მტკიცედ იდგნენ თავდაპირველად ნათქვამ სიტყვაზე და 30 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიდნენ, თუმცა Gazzetta -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალკვირიანი საპნის ოპერის შემდეგ “შალკეს” ბორდმა უკან დაიხია და მაროტას წინადადებას დასთანხმდა. სრული შეთანხმებისთვის მხარეებს არ მიუღწევიათ, თუმცა გერმანელები მზად არიან უარი თქვან 30 მილიონი ევროს ერთჯერადად მიღებაზე და განიხილონ ალერნატიული წინადადებები. შეგახსენებთ, ტურინელები 20 მილიონი ევროს გადახდაზე არიან მზად 10 მილიონიან ბონუსებთან ერთად. “შალკეს” მიერ მზაობის გამოთქმის შემდეგ, ჯერი “იუვენტუსის” მესვეურებზეა მაქსიმალურად მოკლე დროში ბოლომდე დაიყოლიონ ლურჯები და 21 წლის ნახევარმცველი შავ-თეთრი მაისურით შემოსონ.
გროსო ჩვენი მომავალი მწვრთნელია ასე 5 წლის მერე
როგორც იქნა მივედი კომპიუტერთან!:) საღოლ გროსოს
ვან დერ ვაარტმა თავი ვერ დაიმკვიდრა რა ეხა მგონი ბეტისში წავიდა ეგ და ვესტერმანი იყიდა ბეტისმა კაი გუნდს აყენებენ არ გავარდებიან ალბათ