ალექს სანდრო: ” იმედი მაქვს, ეს სეზონი შარშანდელზე უკეთესი აღმოჩნდება “
ალექს სანდრო ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულია და გუნდის ოფიციალურ ტელეარხს პირვლი ინტერვიუ უკვე მისცა. როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელი მცველი გასული სეზონის “ჩემპიონთა ლიგაშიც” ქომაგობდა “იუვეს”: ” მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე ისევ და როდის გავაგრძელებ სვლას ჩემი ოცნებების ასრულებისკენ. მითამაშია როგორც ოთხმცველიანი, ისე სამმცველიანი სათამაშო სქემით. ცხადია, როცა უკან სამი მცველია, როგორც მარცხენა მცველს, მეტად გიწევს შეტევაში ჩართვა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ორივე ფორმაციით შემიძლია ასპარეზობა. ვფიქრობ, “იუვენტუსს” ფანტასტიური სეზონი ჰქონდა შარშან. ამას გულწრფელად ვამბობ და არა იმიტომ, რომ ახლა “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ, მაგრამ “პორტოს” გამოთიშვის შემდეგ “ჩემპიონთა ლიგაში” მთელი ტურნირი ვქომაგობდი “იუვეს”. იმედი მაქვს, ეს სეზონი უფრო უკეთესიც კი აღმოჩნდება ჩვენთვის. ამ გუნდის გამარჯვებისა და წარმატებისათვის ჩემი შესაძლებლობების 100% -ს გავაკეთებ. ” -აცხადებს “იუვენტუსის” ახალწვეული.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
მცველი? ნახეთ ამის თამაში, მე პირადა ვფიქრობ ნახევარდაცვაშიც (კრაიზე) მშვენივრად ითამაშებს,ამის მონაცემები, სისწრაფე, ტექნიკა, ბრძოლისუნარიანობა, ყველა პოზიციაზე შეიძლება გამოიყენო
ტრანსფერში ამდენი შემდგომი გარემოებიდან დაიხარჯა რო არ გაეწელათ და მერე აგეროსავით არ გვეწუწუნა კულუარული ინფორმაციით რომელსაც საკმაოდ კარგი რეპუტაციის უცხოური ტაბლოიტები აჟღერებდნენ და არა გოალ ქომის ნაირები სანდროთი სიტი რეალი და პარის ენჟერმენიც ინტერესდებოდა და რახან სანდრო ჩვენ ვიყიდეთ ისევ ეს წყაროები ამბობენ რო პესეჟე მის ნაცვლად კურჟავას შეიძენს მოკლედ მეგა ტრანსფერი გავჩარხეთ უმაგრესი მცველი უდიდეს მრავალფეროვნებას შეჰმატებს ჩვენ შეტევებს მისი ფლანგზე გარღვევები და შორეული კუთხიდან ყუმბარისებული დარტყმები ვისაც ნანახი გაქვთ გეცოდინებათ ვისაც არა დატკბებით უყვარს როგორც მაღალი ასევე გამჭოლი გადაცემების კეთება იდეალურად თამაშობს ეგრეთწოდებულ კედელს უმოკლეს მანძილზე შეულია სისწრაფის აკრეფვა და სსხვა უამრავი რამ დაცვაშიც არ არი ცუდი თუმცა… Read more »