ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ილარამენდის შეძენას გეგმავს

ტურინის “იუვენტუსის” ინტერესი ასიერ ილარამენდის მიმართ საკმაოდ სერიოზულ სახეს იღებს.ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატეო კოვაჩიჩის მადრიდში გადაბარგების შემდეგ 25 წლის ნახევარმცველი ტრანსფერზეა დაყენებული, მის შეძენას კი ბებერ ქალბატონთან ერთად ინგლისის “ლივერპული” და “რეალ სოსიედადი” ცდილობენ.2013 წელს მადრიდულმა კლუბმა ესპანელი მოთამაშე სან-სებასტიანური გუნდიდან 39 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ილარამ იმედები საერთოდ ვერ გაამართლა და სათადარიგოთა სკამის მუდმივ მოთამაშედ იქცა.მადრიდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი უნდა იყოს, თუმცა მიღებული წინადადებებიდან რომლის სასარგებლოდ გაკეთდება არჩევანი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო : Tuttojuve

2 thoughts on ““იუვენტუსი” ილარამენდის შეძენას გეგმავს

  1. სოსიედადი ლივერპული იუვენტუსი ეს 3 კლუბი ნადირობს სოსიედადში ვაფშე ფანები გამოვიდნენ და პრეზიდენტს მოთხოვეს ყველანაირი სახსრებით დააბრუნოს აისერ ილარამენდი კლუბში რადგან ის ფანების კუმირია ჩაბი ალონსოს ისტორიას მაგონებს იმედია მოვიყვანთ სხვა თუ არაფერი ძალიან სერიოზული სკამი გვეყოლება :forza: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.