ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო: ” იმედი მაქვს, ეს სეზონი შარშანდელზე უკეთესი აღმოჩნდება “

ალექს სანდრო ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულია და გუნდის ოფიციალურ ტელეარხს პირვლი ინტერვიუ უკვე მისცა. როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელი მცველი გასული სეზონის “ჩემპიონთა ლიგაშიც” ქომაგობდა “იუვეს”: ” მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე ისევ და როდის გავაგრძელებ სვლას ჩემი ოცნებების ასრულებისკენ. მითამაშია როგორც ოთხმცველიანი, ისე სამმცველიანი სათამაშო სქემით. ცხადია, როცა უკან სამი მცველია, როგორც მარცხენა მცველს, მეტად გიწევს შეტევაში ჩართვა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ორივე ფორმაციით შემიძლია ასპარეზობა. ვფიქრობ, “იუვენტუსს” ფანტასტიური სეზონი ჰქონდა შარშან. ამას გულწრფელად ვამბობ და არა იმიტომ, რომ ახლა “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ, მაგრამ “პორტოს” გამოთიშვის შემდეგ “ჩემპიონთა ლიგაში” მთელი ტურნირი ვქომაგობდი “იუვეს”. იმედი მაქვს, ეს სეზონი უფრო უკეთესიც კი აღმოჩნდება ჩვენთვის. ამ გუნდის გამარჯვებისა და წარმატებისათვის ჩემი შესაძლებლობების 100% -ს გავაკეთებ. ” -აცხადებს “იუვენტუსის” ახალწვეული.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
del gia
9 years ago

მცველი? ნახეთ ამის თამაში, მე პირადა ვფიქრობ ნახევარდაცვაშიც (კრაიზე) მშვენივრად ითამაშებს,ამის მონაცემები, სისწრაფე, ტექნიკა, ბრძოლისუნარიანობა, ყველა პოზიციაზე შეიძლება გამოიყენო

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ტრანსფერში ამდენი შემდგომი გარემოებიდან დაიხარჯა რო არ გაეწელათ და მერე აგეროსავით არ გვეწუწუნა კულუარული ინფორმაციით რომელსაც საკმაოდ კარგი რეპუტაციის უცხოური ტაბლოიტები აჟღერებდნენ და არა გოალ ქომის ნაირები სანდროთი სიტი რეალი და პარის ენჟერმენიც ინტერესდებოდა და რახან სანდრო ჩვენ ვიყიდეთ ისევ ეს წყაროები ამბობენ რო პესეჟე მის ნაცვლად კურჟავას შეიძენს მოკლედ მეგა ტრანსფერი გავჩარხეთ უმაგრესი მცველი უდიდეს მრავალფეროვნებას შეჰმატებს ჩვენ შეტევებს მისი ფლანგზე გარღვევები და შორეული კუთხიდან ყუმბარისებული დარტყმები ვისაც ნანახი გაქვთ გეცოდინებათ ვისაც არა დატკბებით უყვარს როგორც მაღალი ასევე გამჭოლი გადაცემების კეთება იდეალურად თამაშობს ეგრეთწოდებულ კედელს უმოკლეს მანძილზე შეულია სისწრაფის აკრეფვა და სსხვა უამრავი რამ დაცვაშიც არ არი ცუდი თუმცა… Read more »

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x