ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი დადებითად აფასებს სატრანსფერო სვლებს

წინასასეზონო შეკრების პერიოდში მასიმილიანო ალეგრი ხშირად ნამდვილად არ ჩნდებოდა ჟურნალისტებთან, თუმცა გუშინ იგი აშკარად ნასიამოვნები იყო. მიზეზი? ბუნებრივია ალექს სანდროს ტრანსფერმა მასსზე დადებითად იმოქმედა. ბიანკონერის თავკაცი უკვე დიდი ხანია რაც კლუბის მხრიდან შესაბამის სვლებს ელოდა და მიიღო კიდევაც. ამჯერად მაქსი ტრეკუარტისტასაც ელის, მაგრამ აქვე პოლ პოგბას საფეხბურთო ასპექტებზე აკეთებს დადებით მინიშნებებს..

“ვილა პრეზოში გამართული ტრადიციული დაპირისპირება კარგი გამოდგა. ტესტის თვალსაზრისით მან ბუნებრივია დადებითი ეფექტი მოახდინა. უდინეზესთან მძიმე მატჩი გვიწევს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება კიელინის ვფიქრობ მისმა ასპარეზობამ ყველას გასცა პასუხი.. ჯორჯო მზად არის მოედანზე გამოსასვლელად”.

“საერთოდაც, ახალი გუნდისგან და ახალი ფეხბურთელებისგან მცირე დროა საჭირო სასურველი ბალანსის მოსაპოვებლად. პოგბა? დღეს იგი პირლოს პოზიციაზე გავამწესე და უნდა ითქვას თავი არ შეურცხვენია. უფრო მეტიც, ვფიქრობ ფრანგს შეუძლია თავდამსხმელების უკანაც თამაში, თუმცა ამისთვის გარკვეული მახასიათებლების დახვეწაა აუცილებელი. იგი დიდი ტალანტის მქონე მოთამაშეა, რომელსაც ნახევარადცვაში ყველგან ძალუძს პროდუქტიული თამაში”.

“ტრანსფერები? როდესაც შენ რეალურად ძლიერ ფეხბურთელს ეძებ ბუნებრივია ეს დიდ დროს წაიღებს. ალექს სანდრო ნამდვილად შედის ასეთი მოთამაშეების რიცხვში და მე მივესალმები მის ტურინში გადმობარგებას. ბრაზილიელი ჩემს გუნდს მეტ სისწრაფეს და კრეატიულობას შეძენს. ასამოა? იგი ორ კვირაში დაგვიბრუნდება. შესაძლოა ამ ეტაპზე გუნდს გამოცდილების თვალსაზრისით ჰქონდეს ნაკლი, მაგრამ მუშაობის დაუფარავი წყურვილით და ახალგაზრდული ენერგიით რვა საუკეთესო კლუბს შორის უნდა დავიბევოთ ადგილი”.

“ტრავმები? არ ღირს ამაზე ყურადღების დიდხანს გამახვილება. სამწუხაროდ ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია და არც ჩვენთვის არის რაიმე სიახლე. მორატა კარგად გადის სარეაბილიტაციო კურს და დიდია იმის შანსი, რომ რომასთან შეხვედრაში დაუბრუნდეს გუნდს. მანჯუკიჩთან დაკავშირებით ვფიქრობ სერიოზული არაფერია, მაგრამ მის მდგომარეობას ხვალ დეტალურად შევისწავლით. იმ შემთხვევაში თუ ხორვატის ასპარეზობა გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მინდორზე სხვა მოთამაშე გავა”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Pოგბა ძან კლასნი გვყავს :forza: ეხა მალე დრაქსლერიც ისე ალექს ტეიშეირასაც განიხილავენ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x