ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აბრამოვიჩი “ჩელსის” კრიზისის გამოსავალს პოგბაში ხედავს

ბევრს აღარ ეგონა თუ პოლ პოგბა ისევ მოყვებოდა სატრანსფერო პერიპეტიებში, თუმცა წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა თავისი მოულოდნელობებით გვაოცებს. Corriere Dello Sport -ი Calciomercato -ს სიტყვებს ციტირებს და ამბობს, რომ ლონდონის “ჩელსი” წარუმატებელი სტარტის შემდეგ ხსნას სწორედ “იუვენტუსის” ნახევარმცველში ეძიებს. საქმე იმაშია, რომ მაურინიოს გუნდში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად რომან აბრამოვიჩმა კლუბს ტრანსფერებისთვის დამატებით 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო, რაც 127 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის დახარჯვას “ჩელსის” მესვეურები “ევერტონის” ცენტრალური მცველის ჯონ სტოუნისა და პოლ პოგბას ტრანსფერში აპირებენ. თუ იტალიურ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, “ჩელსი” “იუვეს” მიერ სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში პოგბას სანაცვლოდ დაწესებული 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. ასე რომ, მართლაც გადაწყვიტა თუ არა მაურინიომ საკუთარი სახლის ეზოში ეიფელის კოშკის დადგმა, ამას მალე გავიგებთ. კიდევ ერთი სიახლე, რის შესახებაც Calciomercato იტყობინება ისაა, რომ ბეპე მაროტა იმავე ლონდონელთა რიგებიდან ვილიანის გადმობირებას ეცდება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ბრაზილიელის ყოფილ გუნდში, დონეცკის “შახტარში” მოასპარეზე მისი თანამემამულის ალექს ტექშეირას ტრანსფერის თაობაზე მიმართავს უკრაინულ მხარეს.

წყარო: Calciomercato; Corierre Dello Sport

16 thoughts on “აბრამოვიჩი “ჩელსის” კრიზისის გამოსავალს პოგბაში ხედავს

  1. პოგბა ჩვენი სუპერ სტარია და მიხარია რო ჩვენთანაა იმედს ვიტოვებ მინიმუმ კიდე 8 წელი მაინც ამ მაისურს ატარებს და ეხლა 30ს რო გადაცილდება შეილება გემო მოუსინჯოს სხვა ჩემპიონატსაც :forza: :vashaa:

  2. შეიძლება ათიანის აღება რაღაცას ნიშნავდეს, მარა რამდენად იცის თვითონ პოგბამ რო ათიანის აღება მაგ რაღაცას რო ნიშნავს ეს მეორე საკითხია

  3. პოგბა კიდე ერთი წელი თუ შევინარჩუნეთ მერე არსად არ წავა ჩემი აზრით, მომავალ ზაფხულს იქნება სერიოზული შეტევა პოგბაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.