“იუვენტუსი” მხითარიანს ემშვიდობება
“იუვენტუსი” გიოტცესა და დრაქსლერის შემდეგ “ბუნდესლიგის” კიდევ ერთ ვარსკვლავს უშვებს ხელიდან. როგორც L’Independent -ი იტყობინება, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰეინრიხ მხითარიანი მალე “პრემიერ ლიგაში” გადაბარგდება და მერსისაიდული “ლივერპულის” მაისურს მოირგებს. შეგახსენებთ, ავტორიტეტული ტაბლოიდები სომეხ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში ასახელებდნენ “იუვენტუსის” სატრანსფერო სამიზნედ, თუმცა, როგორც ჩანს, “ბებერი ქალბატონის” დირექტორატის გეგმაში 26 წლის მხითარიანის ყიდვა არ შედის. “ლივერპული” ფეხბურთელში 15 მილიონ ფუნტ-სტერლინგს იხდის, რაც 21 მილიონ ევროს შეადგენს.
ისე ლივერპული რა საცოდავია
წელს მაქსიმუმ 5 ადგილი. ისიც პატივი ვეცი 
ჩვენ კოუტინიო წამოვიყვანოთ
მაგაზე ამბობენ იქითა სეზონში ბარსაში მიდისო
როჯერსის ხელში არ გამიკვირდება დაცვის ცენტრში უნდა მხითო გავიგე

არსად არ გადადის ეს))) ამ ჯურნალისტებმა რეალური მაინც დაწერონ რამე
კოუტინიო, ფირმინო, ლალანა და ახლა ეს? ოთხი შემტევი ნახევარმცველით თამაშს აპირებს ლივერპული?
ზეჭორია
კაია ღმერთმა მოახმაროს ლივერპულს ))