კუადრადო და სხვა ტაქტიკური მოდული?
ტურინში იუვეს ტიფოზი, რომ გააჩერო და ჰკითხო თუ რა აწუხებს ყველაზე მეტად, ვფიქრობ უმალვე უპასუხებს:”ტრეკუარტისტა”.. ეს იმდენად პოპულარული და სადავო საკითხია, რომ ვისაც არ ეზარება ყველა საუბრობს. დრაქსლერი, ისკო, მხითარიანი.. ამ სამეულის გაფორმება სასურველია ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ იმდენად პრობლემატურია, როგორც რეალს და ბარსას ინჩასებს შორის მეგობრული ურთიერთობა. გერმანელები არ აპირებენ იულიანის თაობაზე რაიმე დათმობებზე წასვლას, ხოლო მხითარიანის სატრანსფერო ღირებულება სცილდება ტურინელთა მხრიდან შეთავაზებულ 20 მილიონ ევროს. ისკო.. გუშინ და დღეს კი გაჩნდა ინფორმაცია, თუმცა ისეთივე სტილშია როგორც კონტეს კომენტარები ჩემპიონთა ლიგის თასსზე.. ოცნება..
მაგრამ მაინც.. კლუბი ალტერნატიულ გზებს ეძებს და პრესაში ალექს ტეშეირას კანდიდატურა ჩნდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი დონეცკის შახტარში ასპარეზობს და ერთი შეხედვით ბიანკონერის არ უნდა გაუჭირდეს მისი გაფორმება. მეორე მხრივ კი მაშინ როდესაც მირჩა ლუჩესკუს გუნდმა უკვე დათმო ლუის ადრიანო, რომელიც კარიერას კალჩოში და კერძოდ როსონერის რიგებში განაგრძობს ნაკლებად მოსალოდნელია ტეშეირასაც შეელიონ. როგორც ხედავთ აქაც თავისებური პრობლემებია..
დღეს, ვილიანის კანდიდატურამაც გაიჟღერა. ჩელსიში პედროს ტრანსფერმა, საკმაო ფეხბურთელების დისკომფორტი გამოიწვია. რამოდენიმე მათგანისთვის ეს სათამაშო დროის შემცირების საშიშროებას ნერგავს. უპირველესყოვლისა ეს კუადრადოს ეხება, მაგრამ აი ზუსტად კოლუმბიელის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს ტრანსფერი მაროტას, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვევით. ვილიანის შემთხვევაში კი მოურინიოს გეგმები ჯერჯერობით არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. თითქოს ოსკარის გასხვისებას პორტუგალიელი არ აპირებს და შედეგად თუ საინტერესო წინადადებით მიმართავენ, მაშინ შავკანიანი შუახაზელის გასხვისება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.. მაგრამ ეს ჟურნალისტების მოსაზრებაა და არა რაიმე სანდო წყაროსი.
ეხლა კი კუადრადო.. წავედით მოვედით და ისევ კოლუმბიელს მივადექით. რატომ? ჯერ იმიტომ რომ მაროტას მისი შეძენა ჯერ კიდევ ფლორენციული პერიოდიდან სურდა, მაგრამ იებთან რა ურთიერთობაც აქვს ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობას ისედაც კარგად იცით. ჯერ იოვეტიჩზე დაგვიბლოკეს ტრანსფერი და მერე კოლუმბიელზეც არ ისურვეს დალაპარაკება. მაგრამ გავიდა მცირე დრო.. ჩელსიში კუადრადო ვერ მოერგო სიტუციას და ჩნდება შანსი მისი არენდით აყვანის. მაროტა მაქსიმალურად ეცდება სხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშის დამატება, მაგრამ თუ ვერ შესძლო ზემოთხსენებული პრობლემების გამო, მაშინ კუადრადოს გაიფორმებს. ტაქტიკა? ალექს სანდროს გაფორმების შემდეგ, რომელიც კრეატიული მარცხენა ფლანგელია, არ არის გამორიცხული საპირისპირო ფრთაზეც ასეთივე სწრაფმა მოთამაშემ სხვა მოდული მოუტანოს ალეგრის.. იგივე 3-5-2, 4-3-3.. ალექს სანდროსთან და კუადრადოსთან ერთად ეს ყოველივე ნამდვილად არ ჰგავს უტოპიას..
yamanaka POGBA Platin 10 ვა ეხლა უკვე ტეიშეირაც შევიდა სიაში აკი არ მომწონსო არა რა მართლა კაი ფეხბურთელია ვის არ დაადეს ხელი და ეს გამომიტოვეს.ესეც თუ არარეალურია უბრალოდ თავს ვიბრიდავთ და ეგაა.
მე არ მომწონს დიდად რა ვქნა ეხა ბრუცო თუ ყიდულობს და სიაში ყავს არ ყავსთქო ხო არ ვიტყვი ჩემი ფავორიტი დრაქსლერია მარა თუ ვერ მოყავთ მხითარიანებს და ვასკესებს კი მირჩევნია ტეიშეირა
ისე მე ვფიქრობ რო ყველაზე პრობლემატიური დაცვა იყო და მოხსნეს ეგ პრობლემა.
სანდრინიო ძან გიჟი ვიყიდეთ
წილიანი არამგონია იუვეს მოერგოს თორე კაია ისე დრაქსლერი ვილიანი პასტორე ტეიშეირა რომელიმე დადონ და არ მინდა არაფერი დრაქსლერი
არა!