ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აბრამოვიჩი “ჩელსის” კრიზისის გამოსავალს პოგბაში ხედავს

ბევრს აღარ ეგონა თუ პოლ პოგბა ისევ მოყვებოდა სატრანსფერო პერიპეტიებში, თუმცა წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა თავისი მოულოდნელობებით გვაოცებს. Corriere Dello Sport -ი Calciomercato -ს სიტყვებს ციტირებს და ამბობს, რომ ლონდონის “ჩელსი” წარუმატებელი სტარტის შემდეგ ხსნას სწორედ “იუვენტუსის” ნახევარმცველში ეძიებს. საქმე იმაშია, რომ მაურინიოს გუნდში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად რომან აბრამოვიჩმა კლუბს ტრანსფერებისთვის დამატებით 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო, რაც 127 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის დახარჯვას “ჩელსის” მესვეურები “ევერტონის” ცენტრალური მცველის ჯონ სტოუნისა და პოლ პოგბას ტრანსფერში აპირებენ. თუ იტალიურ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, “ჩელსი” “იუვეს” მიერ სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში პოგბას სანაცვლოდ დაწესებული 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. ასე რომ, მართლაც გადაწყვიტა თუ არა მაურინიომ საკუთარი სახლის ეზოში ეიფელის კოშკის დადგმა, ამას მალე გავიგებთ. კიდევ ერთი სიახლე, რის შესახებაც Calciomercato იტყობინება ისაა, რომ ბეპე მაროტა იმავე ლონდონელთა რიგებიდან ვილიანის გადმობირებას ეცდება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ბრაზილიელის ყოფილ გუნდში, დონეცკის “შახტარში” მოასპარეზე მისი თანამემამულის ალექს ტექშეირას ტრანსფერის თაობაზე მიმართავს უკრაინულ მხარეს.

წყარო: Calciomercato; Corierre Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პოგბა ჩვენი სუპერ სტარია და მიხარია რო ჩვენთანაა იმედს ვიტოვებ მინიმუმ კიდე 8 წელი მაინც ამ მაისურს ატარებს და ეხლა 30ს რო გადაცილდება შეილება გემო მოუსინჯოს სხვა ჩემპიონატსაც :forza: :vashaa:

Di Francesco # 1
9 years ago

შეიძლება ათიანის აღება რაღაცას ნიშნავდეს, მარა რამდენად იცის თვითონ პოგბამ რო ათიანის აღება მაგ რაღაცას რო ნიშნავს ეს მეორე საკითხია

vakhtang karchava
9 years ago

თვითონ თუ არ იცის,ვინმე ხომ მაინც ეტყოდა))

vakhtang karchava
9 years ago

დაჟე რაიოლაც მიხვდა,ხმა არ ამოუღია იმის მერე)))

vakhtang karchava
9 years ago

10-იანის აღებით მგონი შეკითხვები არ უნდა დარჩენილიყო პოგბას მიმართ…

lasha naxucrishvili
9 years ago

ნამდვილად მასეა.ეგ იმას ნიშნავს რო არც ამათ უნდათ გაშვება არც თვითონ უნდა წასვლა.

Di Francesco # 1
9 years ago

პოგბა კიდე ერთი წელი თუ შევინარჩუნეთ მერე არსად არ წავა ჩემი აზრით, მომავალ ზაფხულს იქნება სერიოზული შეტევა პოგბაზე

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

სუ მცირე პლატინის გზა გაევლოს :chuvak: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

დრო გვიჩვენებს პოგბა ნამდვილი იუვენტინოა თუ ჯერჯერობით აწყობს იუვეში ყოფნა და მიტოა იუვეში

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ერთი 10 წელი დარჩეს ჩვენთან ან კიდე 7 წელი და მერე თუ უნდა ისე გააგოროს სხვაგანაც ბურთი :chuvak:

giorgi nefaridz
9 years ago

Isla iyidet

giorgi nefaridz
9 years ago

Nataxtarids limonati ar ginda???? :lool:

aleksloma
9 years ago

ეს რო გაყიდონ შემცვლელის საყიდლად 20 მილიონზე მეტს მაინც ვერ გაიმეტებენ, ასე რო დარჩეს ჯობია

lado18
9 years ago

ეს ტრანსფერი თუ გამოვიდა მე მომცენ ეგ 10 ნომერი, უფრო კარგად გავუფრთხილდები :)

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

10 ნომერი მივეცით რაც იმას ნიშნავს რო სუ ცოტა 3 წელი იუვეში იქნება თუ იუვეს სასწაულ იარ ეტაკა და ლიგის გარეშე დარჩა წელს :lool: :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago

ნუ რაღაც შანსები არსებობს რომ იყიდოს ეიფელის კოშკი )))

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x