ისლა “იუვენტუსში” დარჩება
ტურინის “იუვენტუსი” მაურისიო ისლასთან განშორებას არ აპირებს.მასიმილიანო ალეგრი ჩილელ ფლანგელს ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში აკვირდებოდა და როგორც სჩანს, მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.27 წლის მოთამაშე დაცვის მარჯვენა ფლანგზე შტეფან ლიხტშტაინერის შემცვლელად განიხილება, მიუხედავად სიმონე პადოინის გუნდში ყოფნისა.შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონის მიმართ ინტერესს ესპანური “სევილია” იჩენდა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ტურინელებსა და ანდალუსიელებს შორის შეთანხმება შედგეს.
Iყოს თორე ლიხტა ბოტკინს ებრძვის უკვე