ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვე”, შესაძლოა, ისკოზე გადაერთოს, ლორენტეს მომავალი გაურკვეველია

Non c’è due senza tre? – არ არსებობს ორი სამის გარეშე? მორატასა და ხედირას შემდეგ, “შალკეს” ნახევარმცველის დრაქსლერის ალტერნატივად (დრაქსლერისთვის კი “იუვეს” დირექტორი არ აპირებს გადაიხადოს მეტი ვიდრე 20 მილიონი ერთ ჯერზე, შემდგომში 10 მილიონიან ბონუსებთან ერთად) ისკოს განიხილავს. ესპანურ მხარესთან მჭიდრო კავშირის გამო, იტალიური ტაბლოიდების მტკიცებით, “იუვეს”, შესაძლოა, უფრო გაუადვილდეს კიდეც მოლაპარაკებები, ვიდრე მაგალითად, იმავე დრაქსლერის შემთხვევაში, თუმცა რაიმე კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. ამავე დროს, Tuttosport -ი იუწყება, რომ “ბიანკონერიმ” ბენიტესის გუნდს ლორენტეს კანდიდატურა შესთავაზა ტრანსფერში ილარამენდის ან “პორტოდან” ახლახანს დაბრუნებული კაზემიროს სანაცვლოდ, თუმცა დედაქალაქელებმა მხოლოდ ბასკის არენდით გადაყვანაზე გამოთქვეს მზაობა.

წყარო: Calciomercato

12 thoughts on ““იუვე”, შესაძლოა, ისკოზე გადაერთოს, ლორენტეს მომავალი გაურკვეველია

        1. ანუ პირველივე წუთზე რო შეაგდებ ერთ გოლს მერე მთელი თამაში სტოლბასავით უნდა დადგე? იგუაინი მთელი თამაში სულ მოძრაობს და მომენტს ეძებს, ნებისმიერ წუთს შეუძლია შეაგდოს, უბრალოდ ფეხბურთში შეუძლებალია 10 მომენტიდან ათივე გაიტანო, მთავარია მომენტი შეიქმნას და გოლი გავა თუ არა მაგი იღბალზეცაა დამოკიდებული, იგუაინს ბევრი ისეთი ბურთი აქ გაფუჭებული რომელიც უფრო რთულად ასაცილებელი იყო ვიდრე გასატანი, კლასი არააქ და ვერ შეაგდოო მაგის თქმა უაზრობა იქნება, იგუაინს ძან ბევრი გოლი აქ გატანილი რომლის გამოც შეიძლება ითქვას რო მაღალი კლასის შემტევია, რო ვერ გაიტანა ყველა მომენტში რაც შეექმნა მაგი ნაწილობრივ უაიღბლობის ბრალია და იზედაც უაზრო საყურებელი იქნებოდა ფეხბურთში იგუაინს ყოველ თამაშში 10 გოლი რო გაქონდეს

  1. 444 თამაშში 213 გოლი აქ გატანილი თითქმის 50%ია, მაგაზე უკეთესი პროცენტი ალბათ მარტო მესის და რონალდოს აქ, თქვენ გინდათ 10 ნომენტიდან ათივე რო შეაგდოს, იმას კი არ ხედავთ რო თამაშში რო 10 მომენტი ექმნება ესეიგი კარგად იხსნება და კარგად ინთავისუფლებს თავს მცველებისგან, იგუაინს უწუნებთ იმას რაც რეალურად ყველაზე მარტივია, ერთი ერთზე რჩება მეკარესთან და მერე უჭირს რეალიზაცია და 5 დან 1-2ს აგდებს, იგუაინს რაც მომენტები ქონია მეკარესთან პირისპირ, ყველა რო შეეგდო დღეს მაგი იქნებოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და პელეზე მეტი პრეოცენტი ექნებოდა შეგდებული გოლებით

    1. ორივე ძან მაგარია, იგუაინი მოაზროვნე ფორვარდია, პოზიციას ზუსტად არჩევს და ადვილად ინთავისუფლებს თავს მცველისგან, ძაძა პირიქით ორთაბრძოლებში შედის და ძირითადად ფიზიკური მონაცემების და მუშაობის ხარჯზე გადის ფონს, მე ორივე სტილის ფორვარდი მომწონს, კრაუჩის გომესის ლორენტეს და მანჯუკიჩის სტილის სტოლბების დრო აღარაა თანამედროვე ფეხბურთში, თუმცა მანჯუკა შედარებით უფრო მრავალმხრივია და ასეთუისე გაქაჩავს ცოტახანი კიდე, თუმცა მე რეალურად მჯერა რო მანჯუკას ძაძა და მორატა აჯობებს

  2. რომანიოლიმ საუკეთესო კლუბად იუვე დაასახელა და საუკეთესო თავდამსხმელად იგუაინი, აქ რო კითხო ხალხს იგუაინი დაბალი დონეა :chuvak: კაცი ბაღის მერე რეალში თამაშობს გოლების მანქანა იყო ყოველთვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.