ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო და სხვა ტაქტიკური მოდული?

ტურინში იუვეს ტიფოზი, რომ გააჩერო და ჰკითხო თუ რა აწუხებს ყველაზე მეტად, ვფიქრობ უმალვე უპასუხებს:”ტრეკუარტისტა”.. ეს იმდენად პოპულარული და სადავო საკითხია, რომ ვისაც არ ეზარება ყველა საუბრობს. დრაქსლერი, ისკო, მხითარიანი.. ამ სამეულის გაფორმება სასურველია ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ იმდენად პრობლემატურია, როგორც რეალს და ბარსას ინჩასებს შორის მეგობრული ურთიერთობა. გერმანელები არ აპირებენ იულიანის თაობაზე რაიმე დათმობებზე წასვლას, ხოლო მხითარიანის სატრანსფერო ღირებულება სცილდება ტურინელთა მხრიდან შეთავაზებულ 20 მილიონ ევროს. ისკო.. გუშინ და დღეს კი გაჩნდა ინფორმაცია, თუმცა ისეთივე სტილშია როგორც კონტეს კომენტარები ჩემპიონთა ლიგის თასსზე.. ოცნება..

მაგრამ მაინც.. კლუბი ალტერნატიულ გზებს ეძებს და პრესაში ალექს ტეშეირას კანდიდატურა ჩნდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი დონეცკის შახტარში ასპარეზობს და ერთი შეხედვით ბიანკონერის არ უნდა გაუჭირდეს მისი გაფორმება. მეორე მხრივ კი მაშინ როდესაც მირჩა ლუჩესკუს გუნდმა უკვე დათმო ლუის ადრიანო, რომელიც კარიერას კალჩოში და კერძოდ როსონერის რიგებში განაგრძობს ნაკლებად მოსალოდნელია ტეშეირასაც შეელიონ. როგორც ხედავთ აქაც თავისებური პრობლემებია..

დღეს, ვილიანის კანდიდატურამაც გაიჟღერა. ჩელსიში პედროს ტრანსფერმა, საკმაო ფეხბურთელების დისკომფორტი გამოიწვია. რამოდენიმე მათგანისთვის ეს სათამაშო დროის შემცირების საშიშროებას ნერგავს. უპირველესყოვლისა ეს კუადრადოს ეხება, მაგრამ აი ზუსტად კოლუმბიელის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს ტრანსფერი მაროტას, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვევით. ვილიანის შემთხვევაში კი მოურინიოს გეგმები ჯერჯერობით არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. თითქოს ოსკარის გასხვისებას პორტუგალიელი არ აპირებს და შედეგად თუ საინტერესო წინადადებით მიმართავენ, მაშინ შავკანიანი შუახაზელის გასხვისება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.. მაგრამ ეს ჟურნალისტების მოსაზრებაა და არა რაიმე სანდო წყაროსი.

ეხლა კი კუადრადო.. წავედით მოვედით და ისევ კოლუმბიელს მივადექით. რატომ? ჯერ იმიტომ რომ მაროტას მისი შეძენა ჯერ კიდევ ფლორენციული პერიოდიდან სურდა, მაგრამ იებთან რა ურთიერთობაც აქვს ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობას ისედაც კარგად იცით. ჯერ იოვეტიჩზე დაგვიბლოკეს ტრანსფერი და მერე კოლუმბიელზეც არ ისურვეს დალაპარაკება. მაგრამ გავიდა მცირე დრო.. ჩელსიში კუადრადო ვერ მოერგო სიტუციას და ჩნდება შანსი მისი არენდით აყვანის. მაროტა მაქსიმალურად ეცდება სხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშის დამატება, მაგრამ თუ ვერ შესძლო ზემოთხსენებული პრობლემების გამო, მაშინ კუადრადოს გაიფორმებს. ტაქტიკა? ალექს სანდროს გაფორმების შემდეგ, რომელიც კრეატიული მარცხენა ფლანგელია, არ არის გამორიცხული საპირისპირო ფრთაზეც ასეთივე სწრაფმა მოთამაშემ სხვა მოდული მოუტანოს ალეგრის.. იგივე 3-5-2, 4-3-3.. ალექს სანდროსთან და კუადრადოსთან ერთად ეს ყოველივე ნამდვილად არ ჰგავს უტოპიას..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

yamanaka POGBA Platin 10 ვა ეხლა უკვე ტეიშეირაც შევიდა სიაში აკი არ მომწონსო :givi: არა რა მართლა კაი ფეხბურთელია ვის არ დაადეს ხელი და ეს გამომიტოვეს.ესეც თუ არარეალურია უბრალოდ თავს ვიბრიდავთ და ეგაა.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მე არ მომწონს დიდად რა ვქნა ეხა ბრუცო თუ ყიდულობს და სიაში ყავს არ ყავსთქო ხო არ ვიტყვი ჩემი ფავორიტი დრაქსლერია მარა თუ ვერ მოყავთ მხითარიანებს და ვასკესებს კი მირჩევნია ტეიშეირა :chuvak:

lasha naxucrishvili
9 years ago

ისე მე ვფიქრობ რო ყველაზე პრობლემატიური დაცვა იყო და მოხსნეს ეგ პრობლემა.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

სანდრინიო ძან გიჟი ვიყიდეთ :chuvak: :forza: :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

წილიანი არამგონია იუვეს მოერგოს თორე კაია ისე დრაქსლერი ვილიანი პასტორე ტეიშეირა რომელიმე დადონ და არ მინდა არაფერი დრაქსლერი :love:

jjj jjj
9 years ago

არა!

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x