ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ფეხბურთს მხოლოდ 11 მოთამაშე არ თამაშობს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესს-კონფერენცია გამართა. “იუვენტუსის” დამრიგებელმა ვრცლად ისაუბრა და არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო…

“მაურინიოს ნათქვამზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მოდით პირდაპირ შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. ხვალ ახალი სეზონი გვეწყება და ჩვენი მთავარი საფიქრალიც ესაა, რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ, სამწუხაროა, რომ ტრავმები გვაწუხებს.მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვართ და იმედია, სეზონს სამი ქულით დავიწყებთ. ხედირას დანაკლისი ყველაზე სერიოზულია, იგი სექტემბრამდე ვერ იქნება ფორმაში, მორატას სამშაბათს ველით.კიელინი მზადყოფნაშია, რაც შეეხება მანჯუკიჩს, მისი ზუსტი მდგომარეობა ხვალ შეფასდება.გარისკვას არ ვაპირებ, მოედანზე ის გავა, ვინც ყველაზე კარგ ფორმაში იქნება. არ დაგვავიწყდეს, გუნდში ძაძა, ლიორენტე, კომანი და დიბალაც ირიცხებიან.ფერნანდოს აბარგებაზე აქამდე არ გვისაუბრია, იგი კარგ ფორმაშია და თუ მანჯუკიჩმა ასპარეზობა ვერ მოახერხა, ძირითადში იგი იქნება.ალექს სანდრო პირველად დღეს ივარჯიშებს ჩვენთან ერთად, ხვალ კი სათადარიგოთა სკამზე იქნება.ისლა ? – მაურისიო კარგ ფორმაშია და იგი იუვეში დარჩება.”

პირლომ გუნდი დატოვა, მარკიზიო ტრავმირებულია, საინტერესოა, ვინ ითამაშებს მცველების წინ : “ამ პოზიციაზე ხვალ სიმონე პადოინს უნდა ველოდოთ, იგი უნივერსალია და მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა ასეთი მოთამაშეების გუნდში ყოლა.უდინეზეს თამაშის სწრაფ ტემპს შევთავაზებთ, ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. რთული შეხვედრა გველოდება და, სავარაუდოდ, ტექნიკური თვალსაზრისით, არც ისე სანახაობრივი. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად უნდა ვეცადოთ ინდივიდუალური მომენტების გამოყენებას, განსაკუთრებით, სტანდარტებს ვგულისხმობ. თამაშის დასაწყისიდანვე უნდა ავუღოთ ალღო მეტოქეებს, ისევე როგორც ეს ჩინეთში “ლაციოს” წინააღმდეგ გავაკეთეთ. სეზონის სამი ქულით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერთან ერთად, საკუთარ მოედანზე ვასპარეზობთ.”

“მოლოდინები ? – ახლა რამეზე საუბარი რთულია, წინ 38 შეხვედრა გველის სერია ა-ში, როგორც მინიმუმ 6 ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა იტალიის მატჩები, სწორედ მათთვის ვემზადებით. კარგი შევსება მიიღეს ინტერმა, მილანმა და რომამ და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებენ. ჩვენ შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა გავატარეთ და მჯერა, ფავორიტები ვართ. არ დავივიწყოთ არც ნაპოლი, მაურისიო სარიმ მოტივაცია მოიტანა გუნდში, ძირითადი ძალა შეინარჩუნეს და პლიუს გაძლიერდნენ კიდეც. ძალიან მომწონს ფიორენტინა, დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, გასული სეზონის მსგავსად. “სერია ა” -ც უფრო დაბალანსებული იქნება. ისე უნდა ვიასპარეზოთ, რომ 16 მაისს სატურნირო ცხრილში პირველი იუვენტუსი ეწეროს.”

ეს პირველი შემთხვევაა დიდი ხნის მანძილზე, როცა გუნდი ჩემპიონატის სტარტს ბოლომდე დასრულებული კოლექტივით არ ხვდება: “ ქმნის თუ არა ეს დისკომფორტსა და სირთულეებს? ასე არ ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია. გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლებიც მოვიდნენ, ჯერ კიდევ არის ადგილები, რომელიც უნდა შეივსოს. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა შესანიშნავად აკეთებს თავის საქმეს და მათთან სამწვრთნელო შტაბი სრულ ჰარმონიაშია. ეს დიდი ცვლილებები იყო, გუნდი დატოვა პეპემ, პირლომ, რომელმაც ახალი თავგადასავალი აირჩია, ტევესმა, რომელსაც სამშობლოში სურდა დაბრუნება, ვიდალმა, რომელმაც “ბაიერნის” გამოწვევა მიიღო. ეს ხალხი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა ამ გუნდში, ერთად მოიგეს “სკუდეტო”, “იტალიის თასი”, “სუპერ თასი”, და გავიდნენ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში. როცა ამდენი ახალწვეული გყავს თითოეული მათგანის საფეხბურთო უნარებს უფრო ნაკლები ყურადღება ენიჭება, ვიდრე იმას, თუ რამდენად შეთამაშდებიან ისინი ერთმანეთში. ვფიქრობ, ახალწვეულებთან დაკავშირებით ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ. მათი ჩართვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ახალგაზრდები ნელ-ნელა უნდა გაიზარდონ და შეეჩვიონ გუნდს, როგორც ეს შარშან კომანისა და მორატას შემთხვევაში მოხდა. სრული პატივისცემის მიუხედავად მათ მიმართ, საშუალო და დაბალი კალიბრის გუნდსა და გუნდს შორის, რომელიც ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის, დიდი განსხვავებაა. მათი ინტეგრაცია კარგად მიმდინარეობს და ყველა თვისება აქვთ, რათა წამყვან ფიგურებად იქცნენ “იუვენტუსში”.

რამდენი ფეხბურთელი აკლია გუნდს სრული დაკომპლექტებისთვის? სეზონის პირველი შეხვედრის წინა დღეს ამაზე საუბარი სისულელეა. ყველა შეთანხმებულია, რომ შევსება აუცილებელია და ამაზე მუშაობა მიდის. ხელმძღვანელობა კარგად აკეთებს თავის საქმეს და ამის ნათელი მაგალითი ჩვენი ბოლო შენაძენია. ალექს სანდრო ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ევროპაში.

ეს სეზონი “იუვეს” მწვრთნელის რანგში ალეგრისთვის მეორეა, მეორე სეზონი “როსონერის” რიგებში არც ისე წარმატებული გადმოგა… “ფეხბურთი რიცხვებისგან შედგება და თუ 75-80 გოლს გაიტან, საპირისპიროდ კი 20-25 გაუშვებ, სკუდეტოს გამარჯვებული გახდები. მილანში გატარებული მეორე სეზონი ? – ვფიქრობ, ყველა წელი ერთმანეთისგან განსხვავდება, როსონერიში იმ წელს ბევრი რამ შეიცვალა, სუპერთასი მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავაღწიეთ და იუვეს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავუმართეთ.არაფერს არ ვნანობ, ჩემი აზრით ახლა მყავს ისეთი შემადგენლობა, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.”

” როცა “იუვენტუსში” მოვედი დამსხვდა გუნდი კონრეტული თვისებებისა მქონე ფეხბურთელებით და საკუთარი იდენტობით, რომელიც წინა მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფიის გამოხატულება იყო. ჩემი მოსვლის შემდეგ ეს შეიცვალა, მხოლოდ სათამაშო მოდულებს, ტაქტიკურ სქემებს და ტექნიკურ საკითხებს არ ვგულისხმობ, არამედ მწვრთნელს, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე ხასიათის მხრივ. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა რამდენიმე ახალწვეულიც გვყავს და არ უნდა ვეცადოთ მათი მეშვეობით წასულთა ჩანაცვლება, არამედ პირიქით, ვეცდები ახალი პირობებიდან გამომდინარე, ახალი ფეხბურთელების შესაძლებლობების გათვალისწინებით მივიღო მათგან მაქსიმუმი. იქნება ეს  4-3-3, 4-3-1-2 თუ 3-5-2 მნიშველობა არ აქვს, მთავარია გუნდი მოედანზე გავიდეს და კარგი თამაში აჩვენოს, განსაკუთრებით თამაშზე კონტროლის თვალსაზრისით. ამის მიღწევას ახალ გუნდთან ერთად გარკვეული დრო სჭირდება. მეტი მოთმინებაა საჭირო. ”

” საერთო ჯამში, სქემა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე გუნდის განწყობა და მოტივაცია. ახალი სეზონის წინ, განსაკუთრებით ამდენი ცვლილების შემდეგ, ყოველთვის არის კითხვის ნიშნები, ლაციოს დამარცხებით სუპერთასისთვის მატჩში დამაჯერებლობა შეგვმატა. ხვალაც მოედანზე გასვლისას კითხვის ნიშანი იქნება, არავინ იცის, როგორ წარიმართება სეზონის პირველი შეხვედრა. როცა სეზონი იწყება ყველაფერი სხვაგვარადაა, შემდეგ ნელ-ნელა გუნდი პროგრესირებს, ახალწვეულებიც უკეთ წარმოაჩენენ საკუთარ თავს. გასულ წელსაც ასე იყო, “კიევოსთან” მატჩისთვის რამდენიმე ფეხბურთელი მაკლდა, ნელა დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად წარიმართა. ყველა ფეხბურთელმა შეიტანა თავისი წვლილი, მაგალითად, პეპე სულ რამდენიმეჯერ შემოვიდა მოედანზე, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოვლენათა განვითარებაზე. თანამედროვე ფეხბურთში ისე ხდება, სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ, ფეხბურთს მხოლოდ 11 კაცი არ თამაშობს.”

წყარო : Football Italia ; tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

Bruno alveshis da luganos fanebi ro dagiwyeben dacinvas :lool: ogbona ro gaiyvana xo daalaga dacva bilichma, kedelivit dadgnen ogobonas gasvlis mere :lool: 2 weli skamze ijda Kaci da madlobis magivrad sxva klubshic dacinian, tqven ki xart girsi meqse da Zapata ejdes iuves skamze Mara iuves yavs bevri iseti fani romlebic gundshi garda kielinis da bonuchisnairi liderebisa, ruganis ogbonas kaseresis da barzalis donis shemcvlelebs imsaxureben

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ოგბონა რო ჯართია მაგას კაი ხანი ვამბობ მარა აქ არი ხალხის კატეგორია ვინც თუ სადმე ვინმე იტალიელი გააკუებს ახალი სუპერ სტარები გონიათ :lool: ოგბონა თავის დროზე რატო მოათრიეს მაგას ვერ მივხვდი და იმასაც ვერ მივხვდი ვესტ ჰემმა რატო იყიდა ოგბონა არ არი დაჟე ვესტ ჰემის დონის იგროკიც კი სლავენ ბილიჩი მაგას არცერთ შეცდომას არ შეარჩენს ეგ ტრუხაა :lool: ბოლონია იყო ზედ გამოჭრილი ოგბონასთვის და ჯობდა მანდ წასულიყო :chuvak:

forza bianconeri
9 years ago

ვესთ ჰემის მწვრთნელი როგორც ჩანს მხოლოდ ახლა მიხვდა რა ჯართიც იყიდეს ოგბონას სახით :lool: :lool: ისე ცუდად ითამაშა 35-ე წუთზე გაიყვანეს საშინელი ფეხბურთელია 11 მილიონი კიარა 1-იც არ ღირს მაგიტომ არიან და იქნებიან პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდები ასეთი სუსტი წელს ევროპის ლიგაზე ქათმებივით რო გამოვარდნენ ყველა ფულს კი ხარჯავენ გრანდებივით მარა არ იციან ვინ იყიდონ :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ღატო ჟერვინიო სალაჰს კაი გარღვევები შეულიათ + მაღალ ბურთებზე ჯეკო ეხა ამატ სტროტმანიც რო დაემატებათ დაცვის ფლანგზე საკმაოდ ნიჭიერი დინიე შეიძიეს ცენტრში რუდიგერი ზამთრიდან ჟერსონის შეუერთდებათ ყავთ ძალიან ჭკვიანი პიანიჩი და დე როსი კაი გუნდია რომა

forza bianconeri
9 years ago

ჯერვინიო-ჯეკო-სალა მაგარი შეტევა ყავთ :lool: :lool: :lool: არამგონია რომამ მოიგოს დღეს :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

დრაქსლერი პოგბა დიბალა მორატა სანდრო სტურარო რუგანი აუუუ რა გუნდია ტო ქნან რა მოათრიონ ეს დრაქსლერა :yeah: :vashaa: :love: :love: :forza: :forza:

forza bianconeri
9 years ago

ისე ჰალამადრიდზე 20% იუვეზე რო იწერება აკვირდებით? :lool: :chuvak: ერთადერთი მიზეზია რატომაც შევდივარ მაგ საიტზე

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პოგბას ხედავენ სიზმარში დღე და ღამე და იქით იმის შიშით ცხოვრობენ ისკო არ წამოვიდეს აქეთ თან იმაზეც დაბოღმილები არიან რო მორატამ ამოტენათ :lool: :lool:

forza bianconeri
9 years ago

:lool: :lool:

gio grdzelo
9 years ago

იუვეს ხო ბედი არ აქვს რაღა ეხლა გაიტანა ამ დრაქსლერმა)) ეგრე იყო აგუაროს ყიდულობდნენ და კოპა ამერიკაზე ზამენიდან შემოვიდა გადამწყვცეტი გლი გაიიტანა და აგვახია სიტიმ ))

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x