ალეგრი : “ფეხბურთს მხოლოდ 11 მოთამაშე არ თამაშობს”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესს-კონფერენცია გამართა. “იუვენტუსის” დამრიგებელმა ვრცლად ისაუბრა და არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო…
“მაურინიოს ნათქვამზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მოდით პირდაპირ შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. ხვალ ახალი სეზონი გვეწყება და ჩვენი მთავარი საფიქრალიც ესაა, რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ, სამწუხაროა, რომ ტრავმები გვაწუხებს.მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვართ და იმედია, სეზონს სამი ქულით დავიწყებთ. ხედირას დანაკლისი ყველაზე სერიოზულია, იგი სექტემბრამდე ვერ იქნება ფორმაში, მორატას სამშაბათს ველით.კიელინი მზადყოფნაშია, რაც შეეხება მანჯუკიჩს, მისი ზუსტი მდგომარეობა ხვალ შეფასდება.გარისკვას არ ვაპირებ, მოედანზე ის გავა, ვინც ყველაზე კარგ ფორმაში იქნება. არ დაგვავიწყდეს, გუნდში ძაძა, ლიორენტე, კომანი და დიბალაც ირიცხებიან.ფერნანდოს აბარგებაზე აქამდე არ გვისაუბრია, იგი კარგ ფორმაშია და თუ მანჯუკიჩმა ასპარეზობა ვერ მოახერხა, ძირითადში იგი იქნება.ალექს სანდრო პირველად დღეს ივარჯიშებს ჩვენთან ერთად, ხვალ კი სათადარიგოთა სკამზე იქნება.ისლა ? – მაურისიო კარგ ფორმაშია და იგი იუვეში დარჩება.”
პირლომ გუნდი დატოვა, მარკიზიო ტრავმირებულია, საინტერესოა, ვინ ითამაშებს მცველების წინ : “ამ პოზიციაზე ხვალ სიმონე პადოინს უნდა ველოდოთ, იგი უნივერსალია და მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა ასეთი მოთამაშეების გუნდში ყოლა.უდინეზეს თამაშის სწრაფ ტემპს შევთავაზებთ, ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. რთული შეხვედრა გველოდება და, სავარაუდოდ, ტექნიკური თვალსაზრისით, არც ისე სანახაობრივი. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად უნდა ვეცადოთ ინდივიდუალური მომენტების გამოყენებას, განსაკუთრებით, სტანდარტებს ვგულისხმობ. თამაშის დასაწყისიდანვე უნდა ავუღოთ ალღო მეტოქეებს, ისევე როგორც ეს ჩინეთში “ლაციოს” წინააღმდეგ გავაკეთეთ. სეზონის სამი ქულით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერთან ერთად, საკუთარ მოედანზე ვასპარეზობთ.”
“მოლოდინები ? – ახლა რამეზე საუბარი რთულია, წინ 38 შეხვედრა გველის სერია ა-ში, როგორც მინიმუმ 6 ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა იტალიის მატჩები, სწორედ მათთვის ვემზადებით. კარგი შევსება მიიღეს ინტერმა, მილანმა და რომამ და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებენ. ჩვენ შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა გავატარეთ და მჯერა, ფავორიტები ვართ. არ დავივიწყოთ არც ნაპოლი, მაურისიო სარიმ მოტივაცია მოიტანა გუნდში, ძირითადი ძალა შეინარჩუნეს და პლიუს გაძლიერდნენ კიდეც. ძალიან მომწონს ფიორენტინა, დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, გასული სეზონის მსგავსად. “სერია ა” -ც უფრო დაბალანსებული იქნება. ისე უნდა ვიასპარეზოთ, რომ 16 მაისს სატურნირო ცხრილში პირველი იუვენტუსი ეწეროს.”
ეს პირველი შემთხვევაა დიდი ხნის მანძილზე, როცა გუნდი ჩემპიონატის სტარტს ბოლომდე დასრულებული კოლექტივით არ ხვდება: “ ქმნის თუ არა ეს დისკომფორტსა და სირთულეებს? ასე არ ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია. გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლებიც მოვიდნენ, ჯერ კიდევ არის ადგილები, რომელიც უნდა შეივსოს. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა შესანიშნავად აკეთებს თავის საქმეს და მათთან სამწვრთნელო შტაბი სრულ ჰარმონიაშია. ეს დიდი ცვლილებები იყო, გუნდი დატოვა პეპემ, პირლომ, რომელმაც ახალი თავგადასავალი აირჩია, ტევესმა, რომელსაც სამშობლოში სურდა დაბრუნება, ვიდალმა, რომელმაც “ბაიერნის” გამოწვევა მიიღო. ეს ხალხი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა ამ გუნდში, ერთად მოიგეს “სკუდეტო”, “იტალიის თასი”, “სუპერ თასი”, და გავიდნენ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში. როცა ამდენი ახალწვეული გყავს თითოეული მათგანის საფეხბურთო უნარებს უფრო ნაკლები ყურადღება ენიჭება, ვიდრე იმას, თუ რამდენად შეთამაშდებიან ისინი ერთმანეთში. ვფიქრობ, ახალწვეულებთან დაკავშირებით ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ. მათი ჩართვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ახალგაზრდები ნელ-ნელა უნდა გაიზარდონ და შეეჩვიონ გუნდს, როგორც ეს შარშან კომანისა და მორატას შემთხვევაში მოხდა. სრული პატივისცემის მიუხედავად მათ მიმართ, საშუალო და დაბალი კალიბრის გუნდსა და გუნდს შორის, რომელიც ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის, დიდი განსხვავებაა. მათი ინტეგრაცია კარგად მიმდინარეობს და ყველა თვისება აქვთ, რათა წამყვან ფიგურებად იქცნენ “იუვენტუსში”. ”
” რამდენი ფეხბურთელი აკლია გუნდს სრული დაკომპლექტებისთვის? სეზონის პირველი შეხვედრის წინა დღეს ამაზე საუბარი სისულელეა. ყველა შეთანხმებულია, რომ შევსება აუცილებელია და ამაზე მუშაობა მიდის. ხელმძღვანელობა კარგად აკეთებს თავის საქმეს და ამის ნათელი მაგალითი ჩვენი ბოლო შენაძენია. ალექს სანდრო ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ევროპაში. ”
ეს სეზონი “იუვეს” მწვრთნელის რანგში ალეგრისთვის მეორეა, მეორე სეზონი “როსონერის” რიგებში არც ისე წარმატებული გადმოგა… “ფეხბურთი რიცხვებისგან შედგება და თუ 75-80 გოლს გაიტან, საპირისპიროდ კი 20-25 გაუშვებ, სკუდეტოს გამარჯვებული გახდები. მილანში გატარებული მეორე სეზონი ? – ვფიქრობ, ყველა წელი ერთმანეთისგან განსხვავდება, როსონერიში იმ წელს ბევრი რამ შეიცვალა, სუპერთასი მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავაღწიეთ და იუვეს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავუმართეთ.არაფერს არ ვნანობ, ჩემი აზრით ახლა მყავს ისეთი შემადგენლობა, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.”
” როცა “იუვენტუსში” მოვედი დამსხვდა გუნდი კონრეტული თვისებებისა მქონე ფეხბურთელებით და საკუთარი იდენტობით, რომელიც წინა მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფიის გამოხატულება იყო. ჩემი მოსვლის შემდეგ ეს შეიცვალა, მხოლოდ სათამაშო მოდულებს, ტაქტიკურ სქემებს და ტექნიკურ საკითხებს არ ვგულისხმობ, არამედ მწვრთნელს, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე ხასიათის მხრივ. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა რამდენიმე ახალწვეულიც გვყავს და არ უნდა ვეცადოთ მათი მეშვეობით წასულთა ჩანაცვლება, არამედ პირიქით, ვეცდები ახალი პირობებიდან გამომდინარე, ახალი ფეხბურთელების შესაძლებლობების გათვალისწინებით მივიღო მათგან მაქსიმუმი. იქნება ეს 4-3-3, 4-3-1-2 თუ 3-5-2 მნიშველობა არ აქვს, მთავარია გუნდი მოედანზე გავიდეს და კარგი თამაში აჩვენოს, განსაკუთრებით თამაშზე კონტროლის თვალსაზრისით. ამის მიღწევას ახალ გუნდთან ერთად გარკვეული დრო სჭირდება. მეტი მოთმინებაა საჭირო. ”
” საერთო ჯამში, სქემა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე გუნდის განწყობა და მოტივაცია. ახალი სეზონის წინ, განსაკუთრებით ამდენი ცვლილების შემდეგ, ყოველთვის არის კითხვის ნიშნები, ლაციოს დამარცხებით სუპერთასისთვის მატჩში დამაჯერებლობა შეგვმატა. ხვალაც მოედანზე გასვლისას კითხვის ნიშანი იქნება, არავინ იცის, როგორ წარიმართება სეზონის პირველი შეხვედრა. როცა სეზონი იწყება ყველაფერი სხვაგვარადაა, შემდეგ ნელ-ნელა გუნდი პროგრესირებს, ახალწვეულებიც უკეთ წარმოაჩენენ საკუთარ თავს. გასულ წელსაც ასე იყო, “კიევოსთან” მატჩისთვის რამდენიმე ფეხბურთელი მაკლდა, ნელა დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად წარიმართა. ყველა ფეხბურთელმა შეიტანა თავისი წვლილი, მაგალითად, პეპე სულ რამდენიმეჯერ შემოვიდა მოედანზე, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოვლენათა განვითარებაზე. თანამედროვე ფეხბურთში ისე ხდება, სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ, ფეხბურთს მხოლოდ 11 კაცი არ თამაშობს.”
წყარო : Football Italia ; tuttojuve
არ იყიდონ ამათმა დრაქსლერი ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს რატო წელავენ რატო არ მესმის ტრავმა ვის არ ქონია და ეგრე თუ მივყევით ხედირა რატო მოიყვანეს მორატა დროულად მოიყვანე დრაქსლერი მართალია ხედო უფასო იყო მარა ხო მაგით გააძლიერეს ნახევარდაცვა რა რახან უფასო იყო რისკის ქვეშ შეაგდეს გუნდი? დროულად ბრუცო მოიყვანე დრაქსლერი ტიპი ძან გიჟია ძან დიდ ფეხბურთს ითამაშებს არავითარი ისკო დრაქსლერი!!!
იოო დრაქსლერმა შეაგდო და ფასიც მოემატება ეხლა )))
იტოგში ჰალამადრიდზე ადრე დაწერეს რომ მაგათ ვიღაც წევრი მადრიდში მიდიოდა საცხოვრებლად )) ხოდა ეს ვიღაც იყო 12 წლის მეზღაპრე გოგო რომელიც ავრცელებს მაგ სისულელეებს ))
აუ ისკოზე რასაც წერენ ეგ თუ მართალია და ვითრიეთ ეგ მაროტას ცოტახანი აღარ შევაგინებ…:))))
ვერ ვიგებ ამ ლორენტეს ძირითადში დაყენების მიზეზს რა? მისცენ ერთი შანსი ამ ძაძა თუ ზაზას რა ხილია ერთი. ლორენტე ვიცით რა ჯართია არაფრის მაქნისი/ რით ვერ გაყიდეს ეგ იძლევა ის კაცი 12 მილიონს.
შეეშვით ამ ჭორ ბიუროებიდან ინფორმაციების გავრცელებას. ჰალა მადრიდზეც სისულელეები იწერება და იქაურები თვითონ აგინებენ ჭორებისთვის. რამე რომ იყის ეგეთი ხომ დავდებდით გინდა პოგბაზე და გინდა ისკოზე
Halamadridze ceria isko 70% turinshiao raxdeba bratci?
Sad vnaxe da goal.ge ze
the sun კიდე რამოდენიმე ინგლისური ტაბლოიდი და გოალ ქომი წერს რაც არ უნდა იყოს არასასიამოვნოა არ მინდა ჩვენი შავი სუპერ სტარი რო გაყიდონ

ვინმემ არ იციით რომელიმე ქართული არხი თუ აჩვენებს წელს სერია-ა-ს? სილკტვ და ეგეთები რაა. რუსთავი და იმედი რო არ ანახებს ეგ კი ვიცი))
გოლი.ჯიმ თუ დაწერა მაშინ ხო

სისულელეა პოგბას გაყიდვა, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები ? ) მივიღეთ წინადადება და უარყო ხელმძღვანელობამ. დავდეთ უკვე ამაზე ინფორმაცია.
Pოგბას ყიდიან?
Mანძუკა მოვა ხვალამდე ჯანზე
zaza aris sruli balasti am juveshi. wyalshia gadayrili is 19 milioni evro rac magashi gadaixades. gaugebaria berardis ratom ar misces shansi. es lorente kიდe rit ver gaasuxares! am shemtxvevashi mirchevnia zaza daayenos sastavshi vidre eh mosiarule leshi. dybalac vnaxot erti rogor warmoachens tavs?
ძაძა არ არის იუვეს დონის წავიდეს ლაციო ფიორენტინა ბოლონია სასუოლო აm გუნდებში გაქაჩავს
ალეგრი ისლებს და ლორენტეებს უცხადებს ნდობას და სეზონის ბოლოს სედეგი რო ცუდი იყოს ხალხი მაროტას დააბრალებს ფეხბურთელები არ უყიდაო, მოუყვანა ეგერ ძაძა და ლორენტეს ზამენათ თუ აქციეს რაფერ გაამართლებს? ერთადერთი ტრეინერი რომელსაც იუვეში სრული ნდობა ქონდა და აწიც ექნება არის კონტე დანარჩენებმა ისე თუ არ იმოქმედეს როგორც იუვეს ტრეინერს შეეფერბა გააბუნძულებენ სადაც საჭიროა. აქამდე არაფერს არ ვამბობდი ალეგრიზე, იმიტო კიარა რო ბევრ ისეთ ფეხბურთელს ათამაშებდა რომლების თამაშიც მე მინდოდა, არა უბრალოდ რეალურად ვხედავდი რო ის ხალხი მართლა არ იმსახურებდნენ თამაშს, მარა ახლა თუ ლორენტეს გამო ძაძა გამიფუჭა ალეგრიმ ვიტყვი რო არასწორად იქცევა
ინტერვიუ შეივსო ტუტოიუვედან…..
Padoini tu fufunebaaa pogba ragaa
ისე კონტესგან განსხვავებით ამან მალე მიხვდა პოგბასგან პირლო რო არ დადგებოდა
კონტემ პოგბას პირლოობას ჩემპიონთა ლიგა შეწირა და ეს სერია ა_შიც არ რისკავს. პადოინი უფრო საიმედოა იმიტორო პოგბა დაიწყებსცირკაჩობას და რო რამე და მოპარონ ბურთი ფაქტიურად ერთი ერთზე დატოვებს კაცს, პადოინი დროულ პასებს გააკეთებს
ამ უნამუსომ ძამბროტა დე შილიოთი შეცვალა და იუვეში გაეხსნა მადა, ოსკარზე და ისკოზე ნაკლებს არ კადრულობს
ძაძას მიეცი შანსი თუარა მოგივარდები ტურინში 
ძაძა გააგდონ ლაციოში სანამ დროა, ზუსტად ამას ვგულისხმობდი სეზონის წინ რო ვამბობდი ძაძას არასამართლიან კონკურენციაში თუ შეიყვანენ მაშინ ვერ გაამართლებსთქვა, მანჯუკასთან რო უნდა ქონოდა კონკურენცია და მანჯუკას რო მეტი ნდობა უნდა ქონოდა მაგას მეც ვაღიარებდი და ალბათ თვითონ ძაძაც მარა ჩამოწერილი ლორენტე თუ დაასვეს თავზე ეს უკვე არასამართლიანი იქნება.
68 მლიონ გირვანქა სტერლინგზეა ლაპარკი პოგბაა … იმედია მაგარი ჭორია აბრააამ წადიი ეს რუსი ოლიგარქი მაშინებს შევაც მაგრა ტეხნიკურად წაიყვანა ადრე
ეგ საიტი “The Sun” ტუტოსპორტზე უარესია
Gოლ ჯიზე შევედი და რას ვხედავ იუve დათანხმდაო პოგბას ტრანსფერს არ მჯერაა მარა თუ მარტლა დათანხმდა 10 ნომრიან მაისურს რაღას აცმევდნენ? Iმედია მაგარი ჭორია!! Pოგბა გვჭირდება
Aნუ ხვალ ნანდო იქნება სასტარტოში პადოინიც ხოო მოკლედ საინტერესო იქნება უდინეზესთან მატჩი