ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერმა გაიტანა, ჯერი მაროტაზეა..

ბედის ირონიაა ალბათ ის ეპიზოდი, როდესაც სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის ფეხბურთელი გაიტანს გოლს, რომელსაც უკვე თვეებია უშედეგოდ იფორმებ.. ასე მოხდა იუვეს შემთხვევაშიც.. შალკემ მართალია ვერ მოიგო, მაგრამ ეს ჩვენთვის მეასე ხარისხოვანია. ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინც პირველად უყურებდა გელზენკირხენელთა ბურთის გორაობას მათი 10 ნომერის გარდა ძნელია რომელიმეს მაღალი კლასის მოთამაშე უწოდო.. აშკარაა, რომ იულიანი გაცილებით მაღლა დგას ყოველ მათგანზე და სრულებით ბუნებრივია ჰელდტი მაქსიმალურად ეცდება მის შენარჩუნებას ან მინიმუმ სარფიანად გაყიდვას. ამ შეხვედრაშიც მისი თამაში აშკარად გამოირჩეოდა.. ბურთის კონტროლი, გადაცემები და ჭკვიანური გამწვავებები.. და ბოლოს.. გოლი რომელმაც მარცხისგან იხსნა გუნდი. ისე მაქსიმალურად სამართლიანები, რომ ვიყოთ დრაქსლერმა ერთ ეპიზოდში ცენტრში დაკარგა ბურთი და მეტოქეს რომ უკეთ გამოეყენებინა მომენტი შესაძლოა დრაქსლერის ფასი უფრო დავარდნილიყო კიდევაც.. იულიანმა საკუთარი სვლა გააკეთა და ეხლა ვნახოთ რას იზამს მაროტა, რომლის წარმომადგენლები ან თავად ბიანკონერის გენერალური დირექტორი აუცილებლად დააკვირდებოდნენ გერმანელი გამთამაშებლის ასპარეზობას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

98 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
9 years ago

Egeti cudic araa rogorc shen ambob magram draxleri mec mirchevnia. Isco publikaze tamashobs gundistvis didi sargebeli ar moaqvs

vaxjuve
9 years ago

რა მიკვირს იცით? აი იუვეს გულშემატკივარს რატომ უნდა მოგწონდეს ისკო? ვაბშე ვერ წარმომიდგენია რისი გამკეთებელია ეგ იუვეში? უტვინო ტექნიკური ჯუჯა ფინტიკრუშკა მაიმუნი…….და ამ დროს პირველ ადგილზეა…….ამ იუვეს გულშემატკივრების 40% მემგონი ეხლა დაიწყო იუვეს ყურება ლიგაზე და ალბათ იმიტომ(იმედს ვიტოვებ) აი დრაქლერის თამაშს ვინც უყურა დღეს ისკო საერთოდ რა შუაშია? ვერ წარმომიდგენია ისკო ამ გუნდში და მომკალი რაა……გაცილებით უფრო მაღალი ინტელექტუალურად გამოიყურებიან 1. დრაქსლერი 2. საპონარა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

არა რომა ვაფშე არ გავს იუვეს არაფრით ხასიათითაც სათამაშო სტილითაც და არაფრით არ გვგვანან იმენა :chuvak:

LB19
9 years ago

Me romac mevaseba da lazioc. Lazio upro mevaseba mara roma titqos mini juventusia ragacnairad gavs chvens gunds :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აი ეს რომა არ მევასება მარა ლაციოს მიმართ სიმპატია სუ მქონდა ნედვედი ნესტა სტანკოვიჩი ჯუზეპე სინიორი ეხაც კანდრევა ბილია ანდერსონი ერნანესიც მომწონდა ლაციოში და რავ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
98
0
Would love your thoughts, please comment.x