ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sportitalia: “იუვენტუსმა” აბდენუას თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა

დღეს “მონაკო” “ლიგა 1” -ის მესამე ტურის ფარგლებში “ტულუზას” გასვლით მატჩში დაუპირისპირდება, თუმცა აიმენ აბდენუა გუნდთან ერთად საფრანგეთის სამხრეთში არ გამგზავრებულა. როგორც Sportitalia ექსკლიუზიურად იტყობინება, საქმე იმაშია, რომ “იუვენტუსი” მისი ტრანსფერის თაობაზე ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებშია ჩართული და 26 წლის ტუნისელი მალე, შესაძლოა, “იუვენტუსში” ვიხილოთ. აბდენუა თავისი ამპლუით მარცხენა ვინგერია, თუმცა ამჟამად, რეგულარულად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს. მის სატრანსფერო ღირებულებად 25 მილიონი ევრო სახელდება.

წყარო: Sportitalia

5 thoughts on “Sportitalia: “იუვენტუსმა” აბდენუას თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა

  1. ეს აბდენურ აბდულა რაღად გვიუნდა ვერ გავიგე, თუ მოურინიოსავით 7 მცველით უნდა ვითამაშოთ? კიელო ბონუჩი და შეცვლაზე ბარძალი, რუგანი, თუ საჭირო გახდა კასერესიც თამაშობს და ალექს სანდროც ცენტრალურ ზონაში. იანუზაი კაი იქნებოდა ისე, მაგრამ ეგ ფლანგზე არაა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.