ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო “ჩელსის” განაცხადში ვერ მოხვდა

ხუან კუადრადო უახლოეს საათებში გახდება ტურინის “იუვენტუსის” წევრი, გადაწყვეტილია.ამ წუთებში ლონდონის “ჩელსი” “ვესტ ბრომვიჩს” ეთამაშება გასვლაზე და კოლუმბიელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში კი არა, სათადარიგოთა სკამზეც არაა, მისი უშუალო კონკურენტი პედრო როდრიგესი სასტარტო თერთმეტეულშია.ბიანკონერები 27 წლის მოთამაშეს არენდის წესით აიყვანენ და ამის სანაცვლოდ 1,5-2 მილიონ ევროს გადაიხდიან, ტურინელებს კუადრადოს გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

წყარო : Tuttojuve

45 thoughts on “კუადრადო “ჩელსის” განაცხადში ვერ მოხვდა

  1. თუ ვინმე ვერ გაიგებს მაგის დაყენებას მითხარით)) რა ჯობია რუს კომენტატორებს თან კაი ხარისხით ყურებას? :yes:

    1. ტელეფონით, თუ ანდროიდი გაქვს პლეი სტორში მოძებნე ტელეფონის აპლიკაცია ტვ-ს და ბეინ არხებზე იქნება წესით

  2. Torrent-tv.ru დააყენეთ მაგის პლეიერი და არ ინანებთ დამიჯერეთ :c: უყურებთ როგორც კარგ ინტერნეტზე, ასევე ცუდზე)) შანსი არაა რომელიმე თამაში არ იყოს მანდ. რუსულ არხებზე განსაკუთრებით)) სოფკასტს ბევრად ჯობია და 5წუთით დაგვიანებითაც არ უჩვენებს)) ტელევიზორზეც მინდა დავაყენო ეგ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.