ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” ფინალურ ეპიზოდებში საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა “

“იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატი “უდინეზესთან” შეხვედრაში მარცხით დაიწყო. “ბიანკონერის” სირილ ტეროს ერთადერთი გოლით ფრიულელებმა გასვლით მატჩში სძლიეს. მატჩის შემდეგომ, მომხდარზე მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა: “ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ცოტა ორგანიზებულობა დავკარგეთ. ფინალურ ეპიზოდებში საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა. მატჩის ბოლოსკენ დავიღალეთ კიდეც, რადგან 70 წუთი მაღალი ინტენსივობით ვთამაშობდით, სტუმრები კი კონტრ-შეტევებზე ცდილობდნენ ჩვენს გამოჭერას. შედეგის მიხედვით, შესაძლოა, ჩანდეს, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა, უმეტესად კარგი ფეხბურთი ვაჩვენებთ და “უდინეზეც” არაა ადვილი მეტოქე. მათთან თამაში ყველას უჭირს. კომანი? კინგსლი ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც შექმნა, თუმცა რაც აკლია, დამაგვირგვინებელი სვლაა. განსაკუთრებით პირველ ნახევარში, კარგად მოძრაობდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ახალგაზრდაა და გასაზრდელად დრო სჭირდება, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც ზაფხულში შემოგვიერთდნენ. “-აცხადებს ალეგრი.

დღევანდელი მარცხი მოულოდნელი იყო ლეონარდო ბონუჩისთვისაც. “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი იმედგაცრუებულია, თუმცა მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. ბოლოჯერ ჩემპიონატის გახსნითი მატჩი “იუვემ” 2010 წელს “ბარისთან” დათმო, საშინაო მარცხი კი ტურინელებმა ისტორიაში პირველად იწვნიეს: ” არავის მოსწონს წაგებით ჩემპიონატის დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, როცა “უდინეზემ” კარის ჩარჩოში პირველად 78-ე წუთზე დაარტყა. მუდმივად წინ მივიწევთ და ვცდილობთ ხოლმე ორგანიზებულობა არ დავკარგოთ. სამწუხაროდ, დღეს ბოლო ფაზაში საკმარისად კარგები არ აღმოვჩნდით. მომავალ კვირას უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და ვეცდებით, ჩვენი ნამდვილი ძალა სწორედ “რომასთან” ვაჩვენოთ. ყველა მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან ეს გარდამავალი წელია ჩვენთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე წავაგეთ, მაშინ, როცა ბრძოლა არც კი დაწყებულა. ბევრი ახალბედა გვყავს გუნდში და კარგი შედეგის მისაღებად, მათ საუკეთესო ფორმაში შესვლაში უნდა დავეხმაროთ. ” -აცხადებს ბონუჩი.

“უდინეზესთან” საშინაო დაპირისპირება იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ბევრი ელოდა. სადებიუტო მარცხის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორი დასკვნების გამოტანა და დაშვებული შეცდომებისგან გაკვეთილის მიღებაა. ტურინელთა მცველი, ჯიორჯიო კიელინი სწორედ ამის გაკეთებას გეგმავს და უკვე მომავალ შეხვედრაზე ფიქრობს: “ “რომასთან” მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ, რაც დადებითი სიგნალი იქნება ჩვენგან. დიახ, სტარტი ცუდი გამოვიდა, უნდა გვეცადა და პირველებს გაგვეტანა. 60 წუთის განმავლობაში თითქმის იდეალურები ვიყავით, სულის მოთქმის საშუალებაც არ მივეცით მეტოქეებს. ბოლოსკენ კომპაქტურობა დავკარგეთ, თამაში უფრო არეაული გახდა და წავაგეთ შეხვედრა, რომელიც ყველაზე უარეს შემთხვევაში 0-0 უნდა დასრულებულიყო. გუნდში ცვლილებები აუცილებელი იყო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრით ვრისკავდით. პადოინი? პირლო ვერასდროს ვერ იქნება, თუმცა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მარკიზიო, მორატა და ხედირა მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდისთვის. ახლა “რომას” დამარცხებაზე ვფიქრობთ, დასვენების შემდეგ კი ახალი ძალებიც შემოგვიერთდებიან, დაწყებული ალექს სანდროთი. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: football italia

33 thoughts on “ალეგრი: ” ფინალურ ეპიზოდებში საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა “

  1. როგორ არ მინდა ამის თქმა და გაფიქრებააააააააა… მარა ასე იყო მილანსი ეს კაცი პირველ წელს საკაიფოდ იყომარა გუნდმა მეორე წელსვე დაიწყო ტრამვების ეპიდემია მიისი უაზრო ვარჯიშებით.. პლიუს ამას გაუყიდეს ყველა საკვანძო მოთამაშე… ცუდად მიდის საქმე

  2. მერე გეტქვა ზაზას და მანძუკიჩის მაგივრად ერთი კაი მთლიანი შეკრული შემსრულებელი ფორვარდი მომიყვანეთო 38 მილიონი გაისროლეს მაგ ძონძებში და ამას კიდევ ლორენტე შემოყავს 19 მილიონი ზაზაში მიცეს და დრაქსლერი უნდათ 15 ტად და ბონუსებიო :lool: ვის ხელშია კლუბი

    1. კომანი აქტიურობის ამბავში ერთ ერთი საუკეთესო იყო.1 მომენტი რომელიც ძაან ცუდად გაანიავა მაგას თუ არ ჩავთვლით კარგი იყო.

  3. აუ ძან მომწონს ბერნარდერსკი და ფიორენტინა იმედია დიდხანს დარჩება ბერნარდერსკი ფიორეში კაი გუნდია სუარესი ძან მაგარი ტიპი იყიდეს ატლეტიკოდან ბენასი ითრიონ ამათმა ტორინოდან ძან სიმპატიური გუნდია რა ულამაზესი ქალაქითა და ბატისტუტათი :chuvak: :forza: ისე აქ თამაშობდა მგონი დუნგა და სოკრატესიც :chuvak: რუი კოშტა თავისთავად :chuvak:

  4. აუ ფიორენტინა მინდა ლიგაზე რა გავკ..რი მილანს სუ ნუ გავა ლიგაზე არაფრის ღირსნი არ არიან ფლორენცია იები დააბრუნეთ ლიგაზე და ახალი ბატისტუტა ანახეთ ევროპას :love: :forza: :italy:

  5. ეს წაგება ალეგრის ჩანაფიქრი და სვლაა საჭადრაკო დაფაზე როგორც მწვრთნელის ხრიკია იცის რო იტალიაში სტაბილური გუნდი მარტო ერთია და ისიც იუვეა და ცდილობს ხელმზღვანელობას დრაქსლერის ყიდვისკენ უბიძგოს :chuvak: :chuvak:

  6. გახსოვთ ქასრა რას იძახდა ? პადოინს კონტესთან და ალეგრისთან ერთი საერთო აქვსო :lool: ისე სად დაიკარგა კაი ხანია არ გამოჩენილა, საინტერესო კომენტებს წერდა ხოლმე.

  7. Sworad apasebs situacias yvelapers chkviania da magari taqtikosi mara cota ragacnairi mechveneba rbili ratomgac mara sworad sheapasa mitumezes komanze zustad da vinc ar icis ragac gleobas nu wert uazro azrebs gasagebia tqveni azria mara mainc .ise is magrad tqva padoinze pupunebaao nebismieri mwvrtnelistviso padoinze ro ityvis ravi ras xedaven ver vxvdebi albat kai tipia an gasaxdelshi moqmedebs gundze arc eg etyoba ravi albat vcdebi me isev magat uket ar ician to)))))

  8. მეორე ტაიმაში ზოგადად აირიენ და უფრო ინერვიულეს.. რაც უფრო გადიოდა დრო მით უფრო ნერვიულობდნენ გოლის ვერ გატანის გამო.. სისწრაფე სისწრაფეში კიდე შეცდომებმაც იმატა და პლიუს დაღლამაც..

  9. ცოტა უფრო ნორმალური გუნდი რო ყოფილიყო უდინეზე კიდევ 2 გოლს გაგვიტანდნენ სულ თავისუფლად.რაღაც მაგარი უხასიათოდ იყო მაქსიტო პირველი ტაის მერეც მატჩის შემდეგაც თითქოს რაღაცით უკმაყოფილო იყოვო მხოლოდ თამაშის გამო არა.ლიორენტე ისლა პადოინი არანაირად არ შედიან იუვეს გეგმებში და მაინც ათამაშა.დიბალა სკამზე ეს ექსპერიმენტაობის ამბავი იყო და არაფერი გამოუვიდა, ექსპერიმენტები მაშინ როდესაც ფეხბურთელები ისედაც გაკლია ტრავმის გამო ძალიან უცნაურია ძალიან :|

  10. კი ალეგრიმ წააგო 100% და დარწმუნებული ვარ თვითონაც კარგად ხვდება მაგას ეგონა ადვილად მოიგებდა და მეორე სასტავი ათამაშა მარა არაუშავს ჭკუას ისწავლის :forza: ფორცა მაქს

  11. ახალი ამბავი )) უდინეზესთან არ უნდა აგებდე სახლში არანაირად ) მითუმეტეს უკეთესი ფეხბურთელებს სკამზე ტოვებ მაშინ როცა ნახევარი გუნდი ისედაც არ გყავს ) და მკვდერბი გამოგყავს ) ეს თამაში ალეგრიმ წაააგო

    1. ყველაზე კარგი ის აქვს რომ გულახდილად საუბრობს და თავს არ იცავს რაღაც უაზრო გამოხტომებით მაგრამ ერთი მაგარი შეცდომა დაუშვა მეორე ტაიმში შეეძლო კიელინი ან ბარძალი და პადოინი გამოეყვანა დროულად და მათ მაგივრად დიბალა სტურარო გამოეყვანა ორი თავიტ მოთამაშე უკვე ბევრი იყო ამას არ ვაბანკი ქვია და არც არაფერი რომ გუნდს შეტევა გოლით დაესრულებინა პოგბაც დაიკარგა და ძირითადად უკნიდან უწევდა თამაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.