კუადრადო “იუვეს” მეორე არაევროკავშირელი გახდება
ტურინის “იუვენტუსი” უახლოეს საათებში ოფიციალური წინადადებით მიმართავს “ჩელსის”, რომლის მიღების შემდეგაც ხუან კუადრადოს ტრანსფერი შედგება.ბიანკონერები კოლუმბიელის არენდის სანაცვლოდ 1,5-2 მილიონ ევროს გადაიხდიან და მომავალი სეზონის ბოლოს, გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.არისტოკრატებში პედრო როდრიგესის გადაბარგების შემდეგ 27 წლის ფეხბურთელის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება, შესაბამისად, “იუვეში” კარიერის გაგრძელება თავად ექს-ფლორენციელსაც სურს.აღსანიშნავია, რომ ტურინულ გრანდში ამჟამად მხოლოდ ერთი არაევროკავშირელი მოთამაშის ადგილია, ალექს სანდროს გაფორმების შემდეგ, კუადრადოს მოსვლის შემდეგ კი ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერი გამოირიცხება, ეს უკანასკნელი როგორც იცით, სომხეთის მოქალაქეა.
ვინ დაბლოკა ჩემი კომენტაი?