მაროტა:”დრაქსლერი? ეს არ იქნება იოლი”
“უდინეზე”-სთან მატჩამდე ჯუზეპე მაროტა კუადრადოს ტრანსფერზე საუბრობდა და საინტერესოა მის მერე რას იტყოდა, როდესაც ჟურნალისტი კითხვას იულიან დრაქსლერის თაობაზე ჰკითხავდა:“კუადრადოს საკითხი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ხელმისაწვდომი. პრესაში ხშირად მომიკრავს თვალი თითქოს მის კანდიდატურას ჯერ კიდევ 2-3 თვის უკან განვიხილავდით რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ლონდონელებს კოლმბიელი ნახევარი წლის წინ 35 მილიონ ევროდ ჰყავდა ნაყიდი და თუ ისინი თავად არ დააყენებდნენ მოთამაშეს ტრანსფერზე ჩვენ უძლურნი ვიქნებოდით. უმჯობესია ხვალინდელ დღეს დავუცადოთ, რის შემდეგაც ყველაფერი ცნობილი გახდება. ჩვენი მიზანია, რომ ალეგრის რაც შეიძლება საუკეთესო ფეხბურთელების და რამდენიმე ტაქტიკის არჩევანის საშუალება ჰქონდეს”..
“დრაქსლერი? 31 აგვისტომდე ჯერ კიდევ არის დრო და განვიხილავთ გერმანელის დამატების შესაძლებლობას. ეს არ იქნება ადვილი, რადგან შალკეს დიდად არ სურს საკუთარი წამყვანი ფიგურის დათმობა. პირლო, ვიდალი და ტევესი? არავის უთქვამს რომ მათი შეცვლა იოლი იქნებოდა, მაგრამ ურიგოდ არ გვიმუშავია. ძაძა, დიბალა და კომანის ნაირი ახალგაზრდები მალე იტყვიან საკუთარ სიტყვას და ვფიქრობ წლევანდელი სეზონი შარშანდელზე შთამბეჭდავი გამოდგება. ვართ თუ არა ფავორიტები წელსაც? ეს ჩვენს სისხლშია! მუდამ გამარჯვებისთვის ნებისმიერ ფასად”.
წყარო: Tuttosport
ეს რაის დრაქსლერის მომყვანია ამის საქმე უნდა იყოს კამაზის მძღოლობა
თუ ფულს გადაიხდით, უფრო იოლი იქნება, გამოდინარე იქედან რო შალკე მზადაა სარფიანად გაყიდოს დრაქსლერი )) იულიანი კიდე ზუსტტად ისაა ვინც გვჭირდება
მოიყვანე ბრუცო მიდი რა

მაროტა დროულად არის საჭირო გუნდში გამთამაშებლის მოყვანა + ერთი ისეთი მოთამაშე რომ ბურთი დაიჭიროს ასევე კარგი იქნება თუ ლიხშტაინერის შემცვლელიც მოვა ასე მაგალითად
დრაქსლერი – 27
ისკო – 45 თუ კვადრადო მოვა ხომ კარგი თუ არადა ფლორენცი იქნება იდეალური – 20 ლიმონად
ამის მერე კი მართლა შეიძლება რომ ლიგაზეც და სერია ა-შიც ბოლომდე ვიბრძოლოთ თორემ ამ კონტიგენტით სერია ა-ც მაგრად გაგვიჭირდება და ლიგაზე მაქსიმუმ 1-4 ფინალი ვითამაშოთ
გუნდიდან აუცილებლად უნდა წავიდნენ – ისლა, პადოინი, ლორენტე.
დიბალა უნდა დაეყენებინა თავიდანვე კომანი არის მარტო მორბენალი ტიპს ტვინის ნასახი არ აქ დებილია გაყიდონ მალე მოისცენ ბაიერს ეს თამაში არაუშავს ხედირა არ იყო მარკიზიო კვადრადოც გვყავს ალექს სანდრო ესენი უმრავლესობა ზამენის ხალხი იყო
თქვი რო ფულის გადახდა არ გინდა და ეგაა ) რაა გაახუერეთ ტო ) ვიდალია დვილი იყო 24 საათში რო იყიდეს ? )) რა არ იქნება ადვილი დრაქსლერს იუვეში უნდა შალკეც უშვებსს ) კონკურენტი არ გყავსს ) მეტი რა გინდა რა სირთულეაა ) უყურე პადოინსს და დატკბი წელს ბევრი იქნება ეგეთი უდინეზე )