ბონუჩი: ” ჩვენი ნამდვილი ძალა “რომასთან” მატჩში უნდა ვაჩვენოთ”
დღევანდელი მარცხი მოულოდნელი იყო ლეონარდო ბონუჩისთვისაც. “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი იმედგაცრუებულია, თუმცა მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. ბოლოჯერ ჩემპიონატის გახსნითი მატჩი “იუვემ” 2010 წელს “ბარისთან” დათმო, საშინაო მარცხი კი ტურინელებმა ისტორიაში პირველად იწვნიეს: ” არავის მოსწონს წაგებით ჩემპიონატის დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, როცა “უდინეზემ” კარის ჩარჩოში პირველად 78-ე წუთზე დაარტყა. მუდმივად წინ მივიწევთ და ვცდილობთ ხოლმე ორგანიზებულობა არ დავკარგოთ. სამწუხაროდ, დღეს ბოლო ფაზაში საკმარისად კარგები არ აღმოვჩნდით. მომავალ კვირას უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და ვეცდებით, ჩვენი ნამდვილი ძალა სწორედ “რომასთან” ვაჩვენოთ. ყველა მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან ეს გარდამავალი წელია ჩვენთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე წავაგეთ, მაშინ, როცა ბრძოლა არც კი დაწყებულა. ბევრი ახალბედა გვყავს გუნდში და კარგი შედეგის მისაღებად, მათ საუკეთესო ფორმაში შესვლაში უნდა დავეხმაროთ. ” -აცხადებს ბონუჩი.
წყარო: football italia
და გოლის მომენტში რო შენ და ბაძალი ერთმანეთს იჭერდით მაგაზე რატო არ ამბობ არაფერს ლეუშა? დამაგვირგვინებელ ფაზაში რო ფარჩაკები იყავით ის ვერ დაიტია ტაბლომ დასაწერად და უბრალოდ 0 დაწერა, ზუსტად ის შეფასება რაც მთლიან გუნდს ეკუთვნოდა დღეს, ბუფონის გამოკლებით. ერთი შემოგიტიეს და ერთი გაგიტანეს. ზუსტად იმ ერთ მომენტში უნდა დაგეცვათ კარი და მაგდენი ვერ მოახერხეთ. იმის გარდა რამდენ სახიფათო მომენტს განმუხტავ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. კარგად მახსოვს ბარისთან წაგება. მე-7-ზე გავედით ბოლოს.
კუადრადო დრაქსლერი და ისე სკამისთვის და ვაფშე რო დაიმტვრეს ვინმე ეგრეთწოდებულ ცენტრში ბენასი რო იყიდონ არ უნდათ?
კარგი გაკვეთილი კი მიიღეს ისე, არ მოეკიდნენ სერიოზულად თამაშს და წაგებით დაიწყეს სეზონი, ნახევარდაცვის მთავარი ბურჯი გვაკლია, ხედირა არ გვყავს, პლიუს მორატას დანაკლისი, გუნდი მთლად კარგ ფორმაშიც არაა, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და უდინეზემ სასწაული მოახდინა )) გოლი ლიხტშტაინერის კაცისგან გავიდა, ბოლომდე სდევა დაეზარა როგორც ხდება )) იმედია სამშაბათს კარგი ინფორმაციები მოვა გერმანიიდან, გამოჩნდა რო კაცი გვჭირდება ფორვარდებსა და შუახაზელებს შორის, კუადრადოც მაგრად გაგვაძლიერებს, სკამიდან ეგ იდეალური ვარიანტია
ბონუუუ ყველაზე მაგარი მცველი ხარ

ABA Shen ic da shenma jarimebma
კრიშტიანოზე კარგად კი დაარტყა