ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” წავაგეთ თამაში, რომელიც ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფრედ უნდა დასრულებულიყო “

“უდინეზესთან” საშინაო დაპირისპირება იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ბევრი ელოდა. სადებიუტო მარცხის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორი დასკვნების გამოტანა და დაშვებული შეცდომებისგან გაკვეთილის მიღებაა. ტურინელთა მცველი, ჯიორჯიო კიელინი სწორედ ამის გაკეთებას გეგმავს და უკვე მომავალ შეხვედრაზე ფიქრობს: “ “რომასთან” მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ, რაც დადებითი სიგნალი იქნება ჩვენგან. დიახ, სტარტი ცუდი გამოვიდა, უნდა გვეცადა და პირველებს გაგვეტანა. 60 წუთის განმავლობაში თითქმის იდეალურები ვიყავით, სულის მოთქმის საშუალებაც არ მივეცით მეტოქეებს. ბოლოსკენ კომპაქტურობა დავკარგეთ, თამაში უფრო არეაული გახდა და წავაგეთ შეხვედრა, რომელიც ყველაზე უარეს შემთხვევაში 0-0 უნდა დასრულებულიყო. გუნდში ცვლილებები აუცილებელი იყო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრით ვრისკავდით. პადოინი? პირლო ვერასდროს ვერ იქნება, თუმცა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მარკიზიო, მორატა და ხედირა მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდისთვის. ახლა “რომას” დამარცხებაზე ვფიქრობთ, დასვენების შემდეგ კი ახალი ძალებიც შემოგვიერთდებიან, დაწყებული ალექს სანდროთი. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
9 years ago

პადოინებით და ლორენტეებით ითამაშებთ და მოიგებთ კიდევ. ეცადეთ რომამ არ დაგადოთ. ფუი ამათი.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x