ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს ალექს სანდრო ოფიციალურად წარადგინეს

დღეს ტურინში ალექს სანდროს ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. ფეხბურთელმა “იუვენტუს სტედიუმი” მოინახულა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ბრაზილიელი მცველი ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო…

“იუვენტუს სტედიუმის შესახებ: ” “იუვენტუს სტედიუმზე” შესვლისას შესანიშნავი იყო, ფანტასტიური. სამწუხაროდ, გუშინ “იუვე” დამარცხდა, ერთი უყურადღებობის გამო გადავიხადეთ საფასური.”

მისი თვისებების შესახებ: ” ერთ-ერთი თვისება ჩემი ხასიათისა ისაა, რომ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ, ყოველთვის 100% -ით ვიხარჯები შეტევაშიც და დაცვაშიც, ვარჯიშებსა და თამაშებში ამ ყველაფერს დავამტკიცებ. ჩემი შთაგონების წყარო რობერტო კარლოსი და ევრაა. პატრისი აქ ჩემი თანაგუნდელი იქნება.

ალეგრის შესახებ: ” ალეგრის უკვე შევხვდი და ვისაუბრეთ, თუმცა დეტალებში ღრმად არ შევსულვართ. მხოლოდ ორი სიტყვით შემოვიფარგლეთ, მაგრამ მწვრთნელსა და ფეხბურთელებისადმი მის დამოკიდებულებაზე წარმოდგენა უკვე შემექმნა. ”

“იუვეში” ტრანსფერის შესახებ: ” რამ მომიყვანა აქ? სურვილმა მეთამაშა “იუვენტუსში”, აქ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ბავშვობაში დიდი ჩემპიონების, ტრეზეგესა და დელ პიეროს თაყვანისმცემელი ვიყავი, ამ სიყვარულს დიდი ხნის ისტორია აქვს.

ნაკრების შესახებ: ” ნაკრებს ჩამოვცილდი, რადგან დუნგას გეგმებში არ შევდიოდი, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, ერთ დღეს ისევ მომეცემა ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმის უფლება. ”

სერია ა -ს შესახებ: “იტალიურ ლიგას ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს, ვიცი, როგორი რთულია ტაქტიკურად, მაგრამ ეს უკეთესიც კია ჩემთვის, აქ თამაშით კიდევ უფრო გავიზრდები და უკეთესობისკენ შევიცვლები. ამ გზის გავლაში “იუვე” დამეხმარება. ”

რომა – იუვენტუსი: ” ეს კლასიკაა და ამდენად, დარწმუნებული ვარ, რთული მატჩი იქნება. მზად ვარ სათამაშოდ, ახალ მეგობრებთან ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ თავს, კვირას ოლიმპიურ სტადიონზე გასვლისთვის მზად ვიქნები. ”

ჩემპიონთა ლიგაზე: ” “პორტოს” გამოვარდნის შემდეგ, “იუვენტუსს” ვქომაგობდი. ბევრს ვიმუშავებთ ფინალში კიდევ ერთხელ გასასვლელად და ვეცდებით, ყველა ტურნირში გავიმარჯვოთ, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ. ”

სატრანსფერო მოლაპარაკებებზე: ” “პორტომ” ახალი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლაური შემომთავაზა, მაგრამ მე “იუვენტუსში” წამოსვლა მინდოდა და ვფიქრობ, ეს ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. აქ თამაში გაზრდაში დამეხმარება. ”

მაისურის ნომერი: ” ნომერი 12 ჩემს ოჯახთან ერთად შევარჩიე. ამ ნომრიან მაისურს ჩემი დიდი მეგობარი ჰალკი ატარებდა “პორტოში” ყოფნისას. გადაწყვეტილების მიღებაში ესეც დამეხმარა. ”

წყარო: Canalejuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

სანდროოოოო

LB19
9 years ago

Jigaria sandrinio :forza: nu es sityvebi didi albatobit yalbia :lool: :lool: mara mainc mosawonia da tu martla egre iyo mitumetes mivesalmebi amis mosvlas :chuvak: wlis sauketeso transferia chemi azrit dybalastan ertad vnaxot ras izams magari imedi maqvs :juvee:

ALLENATORE
9 years ago

))) კარგი ტრასფერია ) იუვეც თუ ასე უყვარს უფრო დაეხმარება და გულით ითამაშებს )

juveboy-leo
9 years ago

welcome to juve alex sandro!!!!!!!!

raxan is cenzura siqeira agar movida raga momklavsს :chuvak:
ar mevaseba ra magas atletikoshi ver vitandi ertxel sayureblad da juveshi ra aitandaა :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

საღოლ გიო :up: :forza: ფორცა სანდრო ! წარმატებები ჩუვაკ!

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეხა ვუყურებ ნაპოლი სასუოლოს და ნაპოლის დაცვაში იმენა პრახადნოი დვერი და დიდი ბალაგანია :blin: ეჰ არადა რა დრო იყო მარადონა დინო ძოფი ფერარა ჯორდანო და ვინ არ გინდა :chuvak: რა გუნდი იყო ისე ადრე ნაპოლი ეხა კავანის დროს თითქოსს ცოცხლდებოდა მარა იგუანი ყავთ ეხა ეგ გააყიდინათ 40 ლიმონად 2 კარგ ფორვარდს იყიდიდნენ :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago

როგორ ყვარებია იუვე! )) წარმატებები ალექს :juvee:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მოიცა ეს ჩვენი ფანია :lool: :chuvak: ვაა ვნახოთ თუ ჩვენი ფანი ხარ გაისად 50 ლიმონი რო ეღირები და იმის გაისადაც უნდა დარჩე ჩვენთან :yes: :yeah: :vashaa:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეს ევრაზე ბევრად აქტიური იქნება ფლანგზე გარღვევები უყვარს რა ბრაზილიურად დარტყმაც უძლიერესი აქ :love: :kenwvla: :yes: :yeah: :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x