ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ხუან კუადრადოს ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერს ოფიციალური დადასტურებაღა აკლია.რამდენიმე წუთის წინ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა პირად აგენტთან, ალესანდრო ლუჩისთან ერთად ლონდონი დატოვა და მილანისკენ აიღო გეზი, მის თვითმფრინავს იტალიაში რამდენიმე საათში ელიან.27 წლის ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და ბიანკონერებთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.სიმონე ძაძა კი ბებერ ქალბატონს შორდება, “სასოულოს” ექს-ფორვარდის აგენტი დღეს მთელი დღის განმავლობაში ლონდონში იმყოფებოდა და “ვესტ ჰემის” წარმომადგენლებთან მართავდა მოლაპარაკებებს.ჩაქუჩებს ძაძას აყვანა არენდით სურთ, გამოსასყიდ თანხად კი 15 მილიონ ევროს ასახელებენ.შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი ჯუზეპე მაროტამ 18 მილიონად სულ რაღაც ორი თვის წინ შეიძინა, თუმცა მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო თავად მოთამაშის გადაწყვეტილებაა დატოვოს ტურინი.ფერნანდო ლიორენტეს დარჩენის შემთხვევაში კი ძაძას აბარგებას არც ბიანკონერები შეუშლიან ხელს.

პაოლო დე ჩელიემ გენუის “სამპდორიასთან” გამონახა საერთო ენა.ტურინში 6 თვით დაბრუნებულმა ფლანგელმა ბიანკონერებში ადგილი კვლავ ვერ დაიმკვიდრა და ახალი გუნდის ძიებაშია.”სიენას”, “ჯენოასა” და “პარმას” შემდეგ “სამპა” 28 წლის ფეხბურთელის მორიგი მფლობელი გახდება.ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს.

ახალგაზრდა მარიო ლემინას ადვილად გასხვისებას კი მარსელის “ოლიმპიკი” არ აპირებს, ფრანგები მინიმუმ 12 მილიონს ითხოვენ ნახევარმცველის სანაცვლოდ და თან, მისი გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ სურთ.21 წლის შუახაზელი ჯუზეპე მაროტას ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სურდა, თუმცა ფაქტია, ჯერ-ჯერობით მისი ხელში ჩაგდება არც ისე მარტივია.

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. არ შემილია არ მოგილოცოთ ის წავიდა !! არის ასრულდა ოცნება მელოტი იტალიელი გავასუხარეთ ფორმალობაღა დარჩა მგონი ვესტ ჰემში გადასვლას რაც მთავარია აქედან წავიდა აწი სუ თავ ფეხი უმტვრევია თუ უნდა იტალიამ დიბალას ნატურალიზება მოახდინოს ბერარდი დიბალა ინსინე ბალოტელი სანსონე ისევ ამათ მიაწვეს !!! :juvee: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.