მილანი არ ჩქარობს მონტოლივოს გაშვებას
Corsera ადასტურებს მოლაპარაკებებს, რომელიც გუშინ დაიწყო რიკარდო მონტოლივოს აგენტსა და ფაბიო პარატიჩის შორის. ტურინელები აქტიურად ეძებენ “რეჯისტას” და როგორც ჩანს მას მილანში მიაგნეს. თუმცა, როსონერი არ აპირებს აჩქარებას და თითქოს შუახაზელის გასხვისების უარზეა. მათ აღარ სურთ იგივე შეცდომის გამეორება, როგორიც იყო პირლოს და მატრის ტრანსფერებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა თავად ფეხბურთელი არ არის წინააღმდეგ კვლავ მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით გააგრძელოს კარიერა.
წყარო: Corsera
მაროტამ შეუსრულა გალიანის მატრის ამბავში )) მერე უკან რომ წამოიყვანა არენდით ნახევარი სეზონი და ხელფასი მილანს ახდევინა )) ჯერ 12 მილიონად მიასუხარა თან )) გაბრაზებულია ამიტომაც გალიანი და მეეჭვება ამ სეზონში მოგვცენ მონტი )) შეიძლება 16-ში უფასოდ წამოვიყვანოთ )
მატრიც რო ახსენა კორსერამ მილანის შეცდომაში მაგრად გამისწორდა
გაშვება იგულისხმეს ალბათ მარა შემდეგ ყიდვაც შეცდომა იყო
ფეხბურთელს თუ უნდა მოვა, ნაკრებში დაბრუნება თუ უნდა იუვეა ერთადერთი შანსი