ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბლაზინი:”მაროტამ კარგად იცის თუ როგორ უნდა გაიფორმოს დრაქსლერი”

პოპულარული გამომცემლობა Libero-ს სპორტული მიმომხილველი ფაბრიციო ბლაზინი აპენინური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს და ბუნებრიბია ბიანკონერის მანევრირებებსაც შეეხო:“კუადრადოს ტრანსფერი ბუნებრივია, რომ გააძლიერებს ალეგრის კოლექტივს. გუნდი რეალურ ქმედებებზეა გადასული, ხოლო მარცხმა ამას დამატებითი ენერგია შემატა. 3-5-2 ბევრს ამოწურულად მიაჩნია, მაგრამ ტაქტიკას შესაბამისი ფეხბურთელები ავსებენ. ალექს სანდრო კარგი შენაძენია და თუ კი მის სიტყვებს დავუჯერებთ, მაშინ მაროტამ კოლოსალური სამუშაო გასწია და რეალურად ძლიერი კადრი გაიფორმა. პრობლემატური რჩება პლეიმეიკერის საკითხი. აქ ნამდვილად არის ხარვეზი და ამიტომაც ცდილობს მაროტას მის შევსებას. გერმანელებთან საუბარი იოლი არავისთვის არის. მათთან კომპრომისის ნახვა ნებისმიერს გაუჭირდება, იქნება ეს იტალიური თუ ინგლისური გუნდი. თუმცა, მაროტამ იცის როგორ დაძლიოს შალკეს მიერ აღმართული კედელი და როგორ მივიდეს სანუკვარ მიზნამდე, რომელსაც დრაქსლერი ჰქვია. რაღაცით ეს ყოველივე ინტერის და პერეშიჩის საგას მაგონებს. ძაძა? მას ცხოვრება ლორენტემ გაურთულა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო. მონტოლივო? რატომღაც პირლოს ტრანსფერი ახსენდებათ თუმცა არც ისე მარტივად არის საქმე როგორც წარმოუდგენიათ”.

წყარო: Tmw

წყარო:

6 thoughts on “ბლაზინი:”მაროტამ კარგად იცის თუ როგორ უნდა გაიფორმოს დრაქსლერი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.