ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო:”100%-ით დავიხარჯები შავ-თეთრი მაისურისთვის”

მალპენზას აეროპორტში ხუან კუადრადოს საკმაოდ თბილი დახვედრა მოუწყვეს იუვეს ტიფოზებმა. მათთან შეხვედრის და ავტოგრაფების დარიგების შემდეგ ფეხბურთელი ტურინისკენ მიმავალ გზას გაუდგა და მცირე ინტერვიუც მისცა იუვეს ოფიციალურ არხს:

ხუან, კეთილი იყოს შენი ფეხი იტალიაში!

“ძალიან დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის”.
<ელოდი ასეთ თბილ დახვედრას?

“სიმართლე გითხრათ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ სითბოს, თუმცა მეორეს მხრივ აპენინებზე თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი და ამიტომაც ვარ ბედნიერი იტალიაში დაბრუნებით”.

გაძლევს თუ არა ეს ყოველივე დამატებით იმპულს სეზონის წინ?

“ბუნებრივია, რადგან ტიფოზერიას უდიდესი ძალა აქვს. როდესაც ახალი მისული ხარ კლუბში მათ მხარდაჭერას უდიდესი ფუნქცია აკისრია”.

სერია ა უკვე დაიწყო და ვფიქრობ, იუვეზე გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგექმნებოდა..

“იუვე ბრწყინვალე გუნდია, რომელიც ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ რათა გაიმეორონ და უფრო მეტიც, გააუმჯობესონ შარშანდელი ტრიუმფი. მაქსიმალურად დავეხმარები ჩემს გუნდს ტიტულის დაცვაში”.

რას შემატებთ გუნდს?

“100%-ს გავიღებ საკუთარი შესაძლებლობების. თითოეულ ვარჯიშზე სრულად დავიხარჯები და ამის შემდეგ მწვრთნელი გადაწყვეტს ვარ თუ არა თამაშის ღირსი. მთავარია 100 %-ით დავიხარჯო სამწვრთნელო სესიაზე და ვითამაშო ის ფეხბურთი, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო თითოეულ იუვეს ტიფოზს”.

წყარო: tuttojuve

6 thoughts on “კუადრადო:”100%-ით დავიხარჯები შავ-თეთრი მაისურისთვის”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.