ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩალანოღლუ დრაქსლერის ალტერნატივაა

არავის ეპარება ეჭვი, რომ მაროტას სიაში ნომერ პირველი ტრეკუარტისტა იულიან დრაქსლერია და სწორედ მის შეძენას ეცდება ბოლო წამამდე იუვენტუსი. თუმცა, პრესაში შესაძლო ალტერნატივებზეც საუბრობენ და მას გერმანიაშივე მიაკვლიეს. იგი არის ლევერკუზენის 21 წლის შემტევი ჰაკან ჩალანოღლუ. მისი ტრანსფერის ალბათობა დიდად იქნება დამოკიდებულება იმაზე თუ რა შედეგით დაასრულებს მატჩს ბაიერი ლაციოსთან. წარუმატებლობის შემთხვევაში გერმანელები ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩებიან და სწორედ მაშინ ექნება შანსი იმ გუნდს, რომელსაც მისი გაფორმება მოესურვება. ჩალანოღლუ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად მიაჩნიათ და სხვა დადებით მახასიათებლებთან ერთად გამოსარჩევია სტანდარტული ეპიზოდების პროდუქტიული შესრულება.

წყარო: Tuttosport

15 thoughts on “ჩალანოღლუ დრაქსლერის ალტერნატივაა

  1. აუ დრაქსლერი-კუადრადო თუ დავიმატეთ, მართლა კაი ტრანსფერები გამოგვივა, მარა 1 სეზონი მაინც დაჭირდებათ ამათ შესათამაშებლად

  2. bero-juve10

    გეოლეგბის კორპუს ეძახიან )) ალიონის მოპირდაპირე მხარეს რომ არის )) 159 ში დავდიოდი )) ეგ დავამთავრე პრინციპში ))

    1. მაგ სკოლის უკან ასე 15-18 წლის წინ ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე
      იმედია ყაზარაშვილს, გურულას, ჯავახას იცნობ დიდი ხანია რაც წახვედი.

      1. ჯავახაშვილებს? ძმები რომ არიან? პატარა რომ ვიყავი სონის ვეთამაშებოდი ხოლმე უბანში ))

        ყაზარასაც ვიცნობდი ) გურულა არ მახსენდება რომელია.. სახეზე მეცოდინება )) კი საკმაოდ.. სკოლა რომ დავამთავრე მალევე.. იმის მერე კი გავიდა 10 წელზე მეტი უკვე )) ბლინ.. დავფიქრდი ეხლა და რა მალე გავიდა დრო )

        1. გურულა იცი რომელია დაბალი კარატისტი რომ არის ფეხბურთს კარგად თამაშობს ჩემი კლასელი იყო ისე შეიძლება მეც მიცნობდე ხლართას თუ იცნობ ხო ჯავახიშვილები ძმები რომ არიან ბესო და ბექა ბესო კარგად ყომარობდა სონის ალბათ ლუიზასთან თამაშობდი პოლიციის კუთხეში რომ ქონდა გახსნილი ჩემს მეგობარს დავყვებოდი ხოლმე ასეთი ზედმეტ სახელიტ თუ იცნობ ვინმეს ფუსე ეძახდნენ ასე შენი ასაკის არის.

          1. მეცნობა მაგრად )) მანდაც დავდიოდი და კიდე თვითონ ჯავახების უბანში იყო გახსნილი, სტადიონთან რაღაც :დ ეხლაც არის მანდ მარკეტივით მემგონი :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.