ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato: დრაქსლერის სანაცვლოდ ახალი შეთავაზების დეტალები

მაშინ, როცა ხუან კუადრადო ამ წუთებში ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის, “იუვენტუსის” ოფისი გალილეო ფერარისზე ისევ დრაქსლერის ტრანსფერზე აგრძელებს მუშაობას. ბეპე მაროტა არ აპირებს ასე ადვილად გაუშვას ხელიდან გერმანელი და როგორც ჩვენი საიტის მეშვეობით შეიტყობდით (იხილეთ ლინკი), ახალ შეთავაზებას ამზადებს “შალკესთვის”. ამ შეთავაზების თაობაზე დღეს დილით ახალი დეტალები გაჩნდა. Calciomercato ექსკლიუზიურად, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტურინელები 22 მილიონ ევროს ჩამოდიან ტრანსფერისთანავე, ბონუსების სახით კი 7-8 მილიონს ჰპირდებიან გერმანელებს, რაც სწორედ რომ გელზენკირხენელების მიერ მოთხოვნილ 30 მილიონს უტოლდება. დრაქსლერი ახლა “იუვენტუსის” ნომერ პირველი სამიზნეა და ტურინი ნამდვილ შტურმს აწყობს ლურჯების ოფისზე.

წყარო: Calciomercato

7 thoughts on “Calciomercato: დრაქსლერის სანაცვლოდ ახალი შეთავაზების დეტალები

  1. რააა გააცჰირეს საქმე. მიეცი ეგ ფული და დაამტავრე. ვერც ლორენტეს კიდის ვერც ისლას. და ვერც ზაზას არენდას ცჰარხავს. ეს ვინაააა. ბოლო ბოლო ლიგაზე მონაცილეობიტ ხომ ჰსემოვა ეგ ფული მიეცი 25 და დანარცჰენი ბონუსი. დრაქსლერს იუვეჰსი უნდა ტამაჰსი ეგ რომ ვერ მოიკვანონ ხელმდზგვანელობის სინდისზეა მტლიანად. მემგონი დგეს რაგაც გადაცკდებააა.

  2. ამ 22 შეთავაზებას 25 შესთავაზე + 8-10 სეზონის ბოლოს დამატებით და უარს აღარ ეტყვიან ასევე ერთი 18 ლიმონიც გაისროლონ ბარემ იქ არიან და მაქს მაიერიც წამოაყოლონ.

  3. მეტი რა უნდათ ) კარგი შეთავაზებაა ) იმედია დათანხმდება შალკე ) ეს გერმანელები მაგარი პრინციპულები არიან ) :D )) ამიტომ ადვილი შესაძლებელია ისევ უარი თქვან ))

  4. :forza: დადეთ ბიჭო დადეთ დრაქსლერი ! ავიღოთ გელზენკირხენი შტურმით )) იმენა გუნდი მეზიზღება და აი ტრანსფერზეც ისევე გვიჭიანურებენ როგორც თვითონ თამაშობენ უაზრო ფეხბურთს :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.