Live : კუადრადოს პირველი ტურინული დღე
ხუან კუადრადოს პირველი ტურინული დღე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.ბიანკონერების ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ჯერ ფორნაკას კლინიკაში, შემდეგ კი სპორტული მედიცინის ინსტიტუტში გაივლის.დღესვე მოთამაშე კონტრაქტს მოაწერს ხელს და სავარაუდოდ, პირველ ვარჯიშს გამართავს ახალ თანაგუნდელებეთან.ბებერი ქალბატონის ტვიტერის გვერდმა კუადრადოს ფორნაკას კლინიკაში მისვლის ფოტომასალა შემოგვთავაზა.
რავი რა, დიბალა-მანძუ-სანდრო-ხედირა-კუადრადო— ცუდი შევსება არ მიგვიღია ნამდვილად, მარა სანდროში მანძუკიჩში გადახდილი ფულის ფასად მერჩივნა ვიდალი დარჩენილიყო და დიბალა-მორატა-ძაძა-ლორენტე- კომანს შეეტია
ალექს სანდრო ძალიან გვჭირდებოდა ასაკშია ევრა მომავალ წელს ვეღარ გაქაჩავს სავარაუდოდ აი მანძუ კი ზედმეტი იყო მე თუ მკითხავ