ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ განაახლა მოლაპარაკებები სევილიასთან ისლას თაობაზე

იუვენტუსს მაურისიო ისლას გაშვება ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში სურდა, თუმცა მაქსიმუმ რასაც მიაღწია იყო ერთ წლიანი არენდა ქპრ-ში. გავიდა დრო და კლუბი კვლავ დაკავდა მისთვის პოტენციური კლუბის მოძიებით. სევილიას სახით ნახა კიდევაც და თითქოს გარიგება უნდა შემდგარიყო, მაგრამ კოპა ამერიკაზე გამგზავრებულმა ისლამ ეს პროცესი ნაკრებში ასპარეზობიდან გამომდინარე გააჭიანურა. შედეგად ჩილემ მოიგო ტურნირი, ხოლო ისლამ დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომაც გადაწყვიტა ალეგრიმ მისი ტურინში დატოვება და კიდევ ერთი შანსის მიცემა. უდინეზესთან შეხვედრაში მწვრთნელმა იგი მეორე ტაიმში შემოიყვანა და არ არის გამორიცხული მაქსი ამის გამო ნანობდეს კიდევაც. შესაძლოა სწორედ მისი ცუდი ასპარეზობის გამო გაანახლა მოლაპარაკებები იუვემ სევილიასთან, რომელიც ისევ არის დაინტერესებული სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერში.

წყარო: TMW

13 thoughts on “იუვემ განაახლა მოლაპარაკებები სევილიასთან ისლას თაობაზე

  1. გასაშვებია აბა რა არისს ) 10 წუთით გამოუშვეს და ფეხები უკანკალებდა ) პასსს ვერ აკეთებდა 5 მეტრზე ) ყველა დიბალას ტენიდა ბურთს ) ისლას იმდენი შანსი მისცეს უკვე საკმარისიაა ! ) ეხლა გაუშვან კოპაზე კარგად ითამაშა და რაღაც თანხას მაინც აიღებენ ) მერე უკვე მოტასავით დაემართებათ კლუბი რომ ვერ უნახეს სად გაეშვათ )

  2. დათკა, დარჯა საღოლ ბიჭებოოო :forza: სტატიას სტატიაზე დებთ :forza:

    ტრანსფერებს რაც შეეხება ყველა ძაან მაგარი იყო .

    დრაქსლერა დაგვხატავდა ახლა მაგრამ რო ვერ მოიყვანონ არც ეგაა ტრაგედია ,

    ცოტაც და შეთამაშდება გუნდი .

    8 ახალი იგროკია და ალეგრიმ ფაქტიურად თავიდან უნდა ააშენოს გუნდი და ახალი ფეხბურთი შემოგვტავაზოს .
    მჯერა მაქსის <3 ფორცაა :forza:

  3. ისე საყრდენათ პადოინის დაყენებას ისლა აჯობებდა, მუშა არი და კლასი ცოტა პადოზე მეტი აქ, მოკლედ ალეგრი მაგრად უბერავს ბოლო დროს და ჭკუას თუ არ ისწავლის დაუბრუნდება მის ზველ პოზიციას. ანუ საშულო დონის ტრეინერობას

  4. არ გაყიდოთ ეს ლეგენდა, შეგვარცხვენს უბრალოდ, ჯერ ფეხბურთის თამაში მაინც ასწავლეთ და მერე გაუშვით. ამაზე ცუდი ფეხბურთელი იუვეს ამ საუკუნეში არ ყოლია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.