ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიორენტე მიდის, ძაძა და კომანი რჩებიან, დრაქსლერი მალე გადაწყდება

ტურინის “იუვენტუსიდან” წასვლასთან ახლა უფრო ახლოს ფერნანდო ლიორენტეა, ვიდრე სიმონე ძაძა.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიანკონერებს “სევილიასთან” შეთანხმების მიღწევამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ და უახლოეს საათებში, ბასკი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს.ესპანელები 30 წლის ნანდოს არენდის წესით აიყვანენ, მისი გამოსყიდვა კი დაახლოებით ათი მილიონი ევრო დაუჯდებათ, ბონუსების გათვალისწინებით.”ატლეტიკის” ექს-წევრის ტურინიდან აბარგება ამავდროულად ნიშნავს სიმონე ძაძას დარჩენას, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტანულ “ვესტ ჰემს” უკავშირებდნენ.რაც შეეხება კინგსლი კომანს, მასთან განშორებას ბებერი ქალბატონი არ აპირებს, მიუნხენის “ბავარიას” აქტიური ინტერესისდა მიუხედავად.ინფორმაცია ვრცელდება აქსელ ვიტსელზეც, რომელიც თითქოსდა იულიან დრაქსლერის ერთ-ერთი ალტერნატივაა.უახლოეს საათებში ჯუზეპე მაროტამ “შალკეს” ახალი წინადადებით უნდა მიმართოს და მაშინ გადაწყდება, განაგრძობს თუ არა 21 წლის ტრეკუარტისტა კარიერას იტალიის ჩემპიონატში.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtangi
9 years ago

რითი ვერ გავიდა ეს უახლოვესი მომდევნო საათები:)))დავიტანჯე .ერთი თვეა ლამის უახლოესი საათები გადის და ვერ გავიდა )))მართლა რამდენი სისულელე იწერება :blin:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ჰო ვიტსელი ასე ვთქვათ ვიცე მარკიზიოდ განიხილება.. იტოგში ვერც ჟურნალისტები ჩამოყალიბდნენ, ვერც ალეგრი, ვერც ანიელი ) ერთი მაროტამ იცის რომ არენდით უნდა აიყვანოს ვინმე და ეგაა :lool: :lool:

ALLENATORE
9 years ago

რამდენი სისულელე იწერება რა ) ვიტცელი როგორაა ალტერნატივაა ? )) დრაქსლერზე ძვირი ღირს ) მილანს 30 მილიონად არ აძლევს ზენიტი ) :D და საერთოდ ვიტცელი ტრეკვარტისტაა არაა ) ეგ არის ცენტრალური ნახევარმცველი ) მარკიზოს ტიპის )

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x