ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამირ ნასრი “იუვენტუსის” ყურადღების ქვეშ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ახლოვდება და “იუვენტუსი” ყველანაირად ცდილობს მასიმილიანო ალეგრისათვის ასე სასურველი ტრეკუარტისტას მოყვანას. Tuttomercatoweb იუწყება, რომ იმ შემთხვევაში, თუ “შალკე 04” არც ტურინულელების მიერ შეთავაზებულ საბოლოო წინადადებას დასთანხმდება, ისინი საკუთარ ინტერესს “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, სამირ ნასრისკენ მიმართავენ. იმავე ინფორმაციას ავრცელებს Tuttosport -იც. ტურინში დაფუძნებული გამოცემის ინფორმაციით, ერთადერთი შესაძლებლობა, რასაც “იუვენტუსის” ბორდი ფრანგთან მიმართებაში განიხილავს, არენდაა. სამირ ნასრი “სიტიში” 2011 წელს “არსენალიდან” გადაბარგდა.

წყარო: Tuttomercatoweb

3 thoughts on “სამირ ნასრი “იუვენტუსის” ყურადღების ქვეშ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.