ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შესაძლოა ძაძა “იუვენტუსში” დარჩეს

სულ ცოტა ხნის წინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულის, სიმონე ძაძას, ინგლისურ “ვესტ ჰემში” გადაბარგების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სიტუაცია ისევ ბურუსით მოცულია. იქიდან გამომდინარე, რომ “სევილია” ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერის თაობაზე გააქტიურდა, ძაძას საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროში იწელება. მოგეხსენებათ,”ბებერი ქალბატონი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ-ერთი თავდამსხმელის გაშვებას აპირებს, შესაბამისად, თუ ლიორენტეს სანაცვლოდ ესპანურმა მხარემ “ბიანკონერის” ოფიციალურად მიმართა, ეს ამბავი ფინანსურად “იუვეს” სიტუაციას შეუმსუბუქებს და ძაძა ტურინს აღარ დატოვებს.  წესით ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს.

წყარო: Football-Italia

4 thoughts on “შესაძლოა ძაძა “იუვენტუსში” დარჩეს

  1. არა არა რა დარჩეს გაუშვან სადმე, ფეხბურთელად თუ არავის უნდა ტუტუცად წაიყვანონ ოღონდ მოაშორონ + პადოინი + ისლა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.