ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

TVI24: “იუვენტუსი” გაიტანის აგენტს დაეკონტაქტა

პორტუგალიური მაუწყებლობა TVI24 “იუვენტუსის” მხრიდან “ბენფიკას” შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლას გაიტანის მიმართ არსებული ინტერესის შესახებ იუწყება. TVI24 -ის ინფორმაციით, ტურინელები უკვე დაეკონტაქტნენ ფეხბურთელის აგენტს ხოზე ირიბარენს და 27 წლის ფეხბურთელის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. გაიტანს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ევროპულ გუნდს, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედსაც” უკავშირებდნენ. არგენტინელი ნახევარმცველი 2010 წლიდან ასპარეზობს “ბენფიკაში” და 127 ჩატარებულ შეხვედრაში 21 გატანილი გოლი აქვს ანგარიშზე.

წყარო: TVI24; Calciomercato

3 thoughts on “TVI24: “იუვენტუსი” გაიტანის აგენტს დაეკონტაქტა

  1. ჩემი აზრით ვეღარავის მოიყვანენ ცვადრადოა ამათი პიკი. ეხლა ისევ დაიწყება ჭორები რომ ზამთარში იყიდაანო და უაზრობები )) მერე ზამთარში იტყვიან ამ დროს ტოპ ტრანსფერის გაკეთება რტულიაო და მომავალ წელს მოათრევენ ისევ არენდით კვადრადოს ნაირ ვიღაცას :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.