ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Independent: “ჩელსი” პოგბას არ ეშვება

“ჩელსი” პოლ პოგბას არ ეშვება. ამის შესახებ რიგი ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემებისა იტყობინებიან, მათ შორისაა Independent -იც. ლურჯების ხელმძღვანელობა ყველა გზით ცდილობს “იუვენტუსთან” საერთო ენის გამონახვას, რადგან ლონდონელთა ცუდი სტარტიდან გამოსავლად ჟოზე მაურინიოს სწორედ ფრანგი ნახევარმცველი მიაჩნია. მართალია, კვირას პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა “ვესტ ბრომვიჩს” სძლია, თუმცა დიდი გაჭირვებითა და 90 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, თანაც მატჩის ნაწილი “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებმა ათი კაცით გაატარეს. წინასასეზონო მომზადების შემდეგ “ჩელსის” მშრალად კარი ჯერ არცერთხელ არ შეუნახია და “პრემიერ ლიგის” სამ შეხვედრაში საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო. სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი არა დაცვის, არამედ შუა ხაზის სისუსტეა – ცესკ ფაბრეგასის ასპარეზობა დაცვით ასპექტში კრიტიკას ვერ უძლებს, ესპანელი აშკარად არაა საუკეთესო ფორმაში. პოგბას სისწრაფე, ფიზიკური სიძლიერე, ვარდნა და ბურთის ფლობა ნემანია მატიჩის თამაშის კითხვის უნარსა და მოედნის ხედვასთან ერთად სერიოზულ ძალას შექმნიდა გუნდის ნახევარდაცვაში – ასე ფიქრობენ ბრიტანელები.

წყარო: The Independent

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
9 years ago

აზარი + 20 ლიმონი და წაიყვანონ პოგბა
ამ 20 დაამატონ ერთი ამდენი და ვერატი წამოიყვანონ და გუნდის პრობლემაც აქ გადაწყდება.

jek17
9 years ago

პოგბა კიარა და თუ უნდათ პადოინს გავუცვლით ვინმეში ან 15 მილიონად მივცემთ.მომინდომეს პოგბიტო ბიჭებმა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Pოგბას ხ3ლი არ დადონ

LB19
9 years ago

Hazardshi gavucvalot :chuvak: :lool: da witseli moiyvanon da 4-3-3ze gadavidet :lool:

vakhtangi
9 years ago

იმედია პოგბას,არც წელს და არც მომავალ წელს არ გაყიდიან.

ALLENATORE
9 years ago

)))) მაურინიოს თან შემტევი ფეხბურთი უნდა თან კარის მშრალად შენახვა :D:D )) აზარი ვილიამი პედრო კოსტა ფაბრეგასი ) ერთი მატიჩია ვინც ბურთზე ბრძლობს ) ფაბრეგასი არასდროს არ ყოფილა შავი სამუშაოს შემსრულებელი ) მატიჩის გარდა ყველა შემტევია ) მაგიტო უშვებს ამდენ გოლს გუნდი ) მცველებს არ ეხმარება ნახევარდაცვა ) პოგბას არსად არ გაუშვებენ ) წელს ყოველშემთხვევაში ) რა თანხებს ხარჯავენ ინგლისის კლუბები და წესიერი გუნდი არაა არც ერთი ლიგაზე რომ შედეგი დადონ )) სიტი კარგ ფორმაშია მაგრამ მოვა პლეიოფი და ჯიბეში ჩაიდებენ ბარსა ბაიერნი )) :D ))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x