Independent: “ჩელსი” პოგბას არ ეშვება
“ჩელსი” პოლ პოგბას არ ეშვება. ამის შესახებ რიგი ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემებისა იტყობინებიან, მათ შორისაა Independent -იც. ლურჯების ხელმძღვანელობა ყველა გზით ცდილობს “იუვენტუსთან” საერთო ენის გამონახვას, რადგან ლონდონელთა ცუდი სტარტიდან გამოსავლად ჟოზე მაურინიოს სწორედ ფრანგი ნახევარმცველი მიაჩნია. მართალია, კვირას პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა “ვესტ ბრომვიჩს” სძლია, თუმცა დიდი გაჭირვებითა და 90 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, თანაც მატჩის ნაწილი “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებმა ათი კაცით გაატარეს. წინასასეზონო მომზადების შემდეგ “ჩელსის” მშრალად კარი ჯერ არცერთხელ არ შეუნახია და “პრემიერ ლიგის” სამ შეხვედრაში საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო. სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი არა დაცვის, არამედ შუა ხაზის სისუსტეა – ცესკ ფაბრეგასის ასპარეზობა დაცვით ასპექტში კრიტიკას ვერ უძლებს, ესპანელი აშკარად არაა საუკეთესო ფორმაში. პოგბას სისწრაფე, ფიზიკური სიძლიერე, ვარდნა და ბურთის ფლობა ნემანია მატიჩის თამაშის კითხვის უნარსა და მოედნის ხედვასთან ერთად სერიოზულ ძალას შექმნიდა გუნდის ნახევარდაცვაში – ასე ფიქრობენ ბრიტანელები.
აზარი + 20 ლიმონი და წაიყვანონ პოგბა
ამ 20 დაამატონ ერთი ამდენი და ვერატი წამოიყვანონ და გუნდის პრობლემაც აქ გადაწყდება.
პოგბა კიარა და თუ უნდათ პადოინს გავუცვლით ვინმეში ან 15 მილიონად მივცემთ.მომინდომეს პოგბიტო ბიჭებმა
Pოგბას ხ3ლი არ დადონ
Hazardshi gavucvalot da witseli moiyvanon da 4-3-3ze gadavidet
იმედია პოგბას,არც წელს და არც მომავალ წელს არ გაყიდიან.
)))) მაურინიოს თან შემტევი ფეხბურთი უნდა თან კარის მშრალად შენახვა :D:D )) აზარი ვილიამი პედრო კოსტა ფაბრეგასი ) ერთი მატიჩია ვინც ბურთზე ბრძლობს ) ფაბრეგასი არასდროს არ ყოფილა შავი სამუშაოს შემსრულებელი ) მატიჩის გარდა ყველა შემტევია ) მაგიტო უშვებს ამდენ გოლს გუნდი ) მცველებს არ ეხმარება ნახევარდაცვა ) პოგბას არსად არ გაუშვებენ ) წელს ყოველშემთხვევაში ) რა თანხებს ხარჯავენ ინგლისის კლუბები და წესიერი გუნდი არაა არც ერთი ლიგაზე რომ შედეგი დადონ )) სიტი კარგ ფორმაშია მაგრამ მოვა პლეიოფი და ჯიბეში ჩაიდებენ ბარსა ბაიერნი )) :D ))