ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”20 მილიონიანი წინადადების შემთხვევაში იუვე დაფიქრდება კომანის ტრანსფერზე”

Sky Sport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მიუნჰენის ბაიერნი 20 მილიონიანი წინადადებით მიმართს ტურინულ გრანდს კინგსლი კომანის თაობაზე, მაშინ იტალიელები აუცილებლად განიხილავენ ფრანგის ტრანსფერს. აქამდე თითქოს იუვენტუსი არ აპირებდა ნიჭიერი შემტევის გასხვისებას, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა. მაროტა ნამდვილად არ იტყოდა უარს შესაფერისი სახსრებისთვის, რომელსაც თავის მხრივ სამომავლო ტრანსფერებზე გამოიყენებს.

წყარო:

11 thoughts on “Sky Sport:”20 მილიონიანი წინადადების შემთხვევაში იუვე დაფიქრდება კომანის ტრანსფერზე”

  1. ჩემი აზრით არ უნდა გაუშვან და თუ მართლა უნდა წავიდეს ამის მაგივრად ბაიერნიდან დავიდ ალაბა და დაუმატოთ 10-12 ლიმონი.

    1. ეგ იყო ანჩელოტის ახირება. გარემარბად აყენებდა და ანრიმაც ვერ დაუმუღამა ახალ პოზიციას. რა უნდოდა ფლანგზე გოლების მანქანას? მარტო მაგისთვისაა მოსაკლავი პაპა კარლო ასეთი მარგალიტი რო დააკარგვინა გუნდს.

  2. რად უნდა ბევრი ფიქრი? ანრი გვყავს თავის დროზე სულ დოლ-გარმონით არსენალში გაშვებული და ეს ვინ ჩემი ფეხებია? აშკარად ასაკი დაეტყო რუმინიგეს თორე ადრე 20 ლიმონს ასეთ სახედრებში არ ყრიდა ხოლმე. :lool: :lool:

      1. ანრი ჩვენთან რო მოვიდა მსოფლიო ქონდა მოგებული და მანამდე მონაკოში დაფრინავდა. სად ანრი და სად ეს მოსიარულე მკვდარი? იმის გაშვება იყო შეცდომა, ამის გაშვება იქნება ფინანსური მოგება 20 ლიმონის სახით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.