შესაძლოა ძაძა “იუვენტუსში” დარჩეს
სულ ცოტა ხნის წინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულის, სიმონე ძაძას, ინგლისურ “ვესტ ჰემში” გადაბარგების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სიტუაცია ისევ ბურუსით მოცულია. იქიდან გამომდინარე, რომ “სევილია” ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერის თაობაზე გააქტიურდა, ძაძას საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროში იწელება. მოგეხსენებათ,”ბებერი ქალბატონი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ-ერთი თავდამსხმელის გაშვებას აპირებს, შესაბამისად, თუ ლიორენტეს სანაცვლოდ ესპანურმა მხარემ “ბიანკონერის” ოფიციალურად მიმართა, ეს ამბავი ფინანსურად “იუვეს” სიტუაციას შეუმსუბუქებს და ძაძა ტურინს აღარ დატოვებს. წესით ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს.
წყარო: Football-Italia
ძაძას მლანძღავებო ნახეთ, კომენტარად არ დაიწერა
raტო არ იწერება კომენტარი?
არა არა რა დარჩეს გაუშვან სადმე, ფეხბურთელად თუ არავის უნდა ტუტუცად წაიყვანონ ოღონდ მოაშორონ + პადოინი + ისლა
არადა წელს დალპება სკამზე და აღარავინ იყიდის გაისად ჯობია წავიდეს იქნებ ერთი 8 გოლი მაინც შეაგდოს იქ და გამოისყიდის ვესტ ჰემი