ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე: ” მადლობა ყველაფრისთვის “

ფერნანდო ლორენტე პროფესიონალურ კარიერას “სევილიაში” განაგრძობს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გულშემატკივარმაც ამ ყველაფრის შესახებ გუშინ შეიტყო. ტურინელთა ყოფილი ფორვარდი “ბიანკონერის” სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობება: ” უდიდესი სიამოვნება იყო ჩემი ცხოვრების ორი წლის “იუვენტუსთან” ერთად გატარება, უდიდესი სიამოვნება იყო უამრავი გამარჯვების, ბედნიერების და ჯადოსნური მომენტების გაზიარება თანაგუნდელებთან და თქვენთან, ყველა გულშემატკივართან. მადლობა “ბიანკონერის” ოჯახს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდით. მთელი აქ გატარებული დროის განმავლობაში ვგრძნობდი სიყვარულს და ყველას ჩემი გულით გატარებთ. ” -წერს ლორენტე.

წყარო: ფერნანდო ლორენტეს ოფიციალური facebook გვერდი

13 thoughts on “ლორენტე: ” მადლობა ყველაფრისთვის “

  1. თავის დროზე ბილბაოს და ესპანეთის ნაკრენს აზანზარებდა,დრიბლინგი,ასისტი,გოლები,მეორე სართულზე ხო ყველაზე მაგარი იყო,უბრალოდ ტრავმის მერე ვეღარ შევიდა სასურველ ფორმაში თორე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ცენტრი იყო.წარმატებები ნანდო,სადაც არ უნდა იყო ყველგან გიგულშემატკივრებ :forza: :love:

  2. არასოდეს მიფიქრია ამაზე, არ მეგონა რო ასე გამიტყდებოდა ამის წასვლა.
    მაგარი კაცია, წარმატებები :loool:

  3. ეს რა უნამუსო ყოფილა, რაებს ლაპარაკობს ამხელა კაცი, რო მიდიხარ იუვედან ცოტა სხვანაირად უნდა ილაპარაკო, მაგალითად ასე, “იუვედან მიტო მივდივარ რო ლიგა მოვიგო” :lool: კაი კაცია ლორენტე სულ ვამბობდი :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.