ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინ გადაურჩება სიკვდილის ჯგუფს?

მონაკოში გამართულ “ჩემპიონთა ლიგის” კენჭიყრის ცერემონიას “იუვენტუსის” მთელი ტიფოზერია გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. გასული სეზონის ფინალისტებს ადვილი ჯგუფი ნამდვილად არ ერგოთ. “იუვენტუსი” პირველ კალათაში იყო განთესილი და ამდენად, ბედმა ტურინელებს შესაძლოთაგან ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები არგუნა. იტალიის ჩემპიონები D ჯგუფში იასპარეზებენ, მათი მეტოქეები კი “პრემიერ ლიგის” ამჟამინდელ ლიდერი და შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი “მანჩესტერ სიტი”, “ევროპის ლიგის” გამარჯვებული “სევილია” და “ბუნდესლიგის” მეოთხე ადგილოსანი “მიუნჰენგლადბახი” იქნებიან. ერთი რამ ცხადია, “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივარს ჯგუფურ ეტაპზე 6 უაღრესად საინტერესო მატჩი ელოდება.

7 thoughts on “ვინ გადაურჩება სიკვდილის ჯგუფს?

  1. პრინციპში ტოპ გუნდს და მაღალ მიზნებზე მებრძოლ გუნდს უნდა შეეძლოს თუნდაც ასეთი ძლიერი ჟგუფიდან გასვლა.მე-2ადგილზე მაინც მინიმუმ .დიდი იმედი მაქვს პირველზეც გავალთ.

  2. ასეთი კმაყოფილი კენჭისყრით კაი ხანია არ ვყოფილვარ :forza:
    ზოგისთვის ადვილი ჯგუფია კაი ჩემთვის კიდევ ასეთი ცეცხლი ჯგუფი :up:

  3. მინიმუმ 3 თმამაში უნდა მოიგონ . ისე კაია ესეთი ჯგუფი თორე იუვეს მოტივაციის პრობლემა აქვს ხოლმე ბანძ გუნდებთან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.