დრაქსლერი მთავარი სამიზნეა, ვიტსელი – ალტერნატივა
სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება, ტურინის “იუვენტუსს” კი გასაძლიერებლად კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სჭირდება.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში ფინალურ შეთავაზებას გაუკეთებს “შალკეს” იულიან დრაქსლერის თაობაზე, საუბარია 23 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებზე.მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში კი ალტერნატივად აქსელ ვიტსელი განიხილება, რომელმაც უარი განაცხადა “ზენიტთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და სავარაუდოდ, რუსების დაყოლიებას ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა 25 მილიონ ევროდ ეცდება.
ამდენი ჩალიჩის მერე რომ მოვიყვანოთ და არ გაამართლოს მაგრად გატეხავს
დავიჯერო ასეთი ძლიერია დრაქსლერი ამდენი ხანი წუწკ შალკეს რომ ვემათხოვრებით???
ხვალ საუზმედ რა ექნება ეგეც ვიცით უკვე დრაქსლერს ასე მგონია ოჯახის წევრია უკვე
მაგრად მინდა რა ამის მოსვლა 
კაროჩე თვითონ ამ ტიპს რო მაგრად უნდოდეს გადმოსვლა ხო არ გაიწელებოდა ამდენ ხანს ეს ტრანსფერი ?!
ეგრეა