ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარგიჯი : “25 მილიონს პლიუს 5 მილიონი ბონუსები”

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, პაულო ბარგიჯი ტურინის “იუვენტუსსა” და “შალკეს” შორის არსებულ სიტუაციაზე საუბრობს : “ფაქტია, რომ ახლა მხარეებს კონტაქტის დამყარება მეტად უადვილდებათ და დიდი შანსია, საერთო ენა გამონახონ.ხვალ მეტად საინტერესო ინფორმაციები უნდა გავრცელდეს, შესაძლოა შეხვედრაც შედგეს წარმომადგენლებს შორის.იუვე ჩქარობს დრაქსლერის ტრანსფერის დახურვას, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო უარის შემთხვევაში ალტერნატივებზე სამუშაოდ დარჩეს დრო.მაროტა მზადაა 25 მილიონ ევროს ბონუსების სახით ხუთი მილიონიც დაამატოს, მართალია, გერმანელები 32,5 მილიონს ითხოვენ, თუმცა ფეხბურთელის სურვილის გამო, შესაძლოა შეთანხმება შედგეს.”

წყარო : Tuttojuve

1 thought on “ბარგიჯი : “25 მილიონს პლიუს 5 მილიონი ბონუსები”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.